1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებია:
ა) ბავშვთა ცერებრული დამბლის, სპინური კუნთოვანი ატროფიისა და მასთან დაკავშირებული სინდრომების, კუნთოვანი დისტროფიის, თანდაყოლილი მიოპათიების, კუნთების სხვა (მათ შორის, დაუზუსტებელი) პირველადი დაზიანების, ჰემი-, პარა- და ტეტრაპლეგიის, ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი და სისხლძარღვოვანი დაავადებების შედეგების, ანთებითი პოლინეიროპათიების შედეგების, პერიფერიული ნერვული სისტემის სამშობიარო ტრავმის შედეგების მქონე 3 წლისა და მეტი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, აგრეთვე ამავე მდგომარეობების მქონე 3 წლამდე ასაკის ბავშვები;
ბ) 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც 2011 წლის დეკემბრის მდგომარეობით იღებდნენ 2011 წლის პროგრამის დანართი 1.10-ის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისათვის განკუთვნილ მომსახურებას.
2. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების მიღების/მიწოდების მიზნებისათვის:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფის პირის კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს შესაბამის მიმწოდებელს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის:
ა.ა) კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთის (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;
ა.ბ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
ა.გ) დაბადების მოწმობის (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;
ა.დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა);
ა.ე) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, თუ პირი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია;
ბ) მიმწოდებელი უზრუნველყოფს:
ბ.ა) პირის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისადმი კუთვნილების დადგენას;
ბ.ბ) პირის ინდივიდუალური რეაბილიტაციის რეკომენდებული 12‑თვიანი გეგმის შემუშავებას, სადაც მითითებული იქნება 2012 წლის განმავლობაში ამ დანართის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ათდღიანი და/ან ოცდღიანი სარეაბილიტაციო კურსის (კურსების) შესაბამისი ვაუჩერების რეკომენდებული რაოდენობა და ამ კურსის (კურსების) დაწყების თარიღები;
ბ.გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სააგენტოში წარდგენას არა უგვიანეს პირის კანონიერი წარმომადგენლის მიერ მიმწოდებლისთვის მიმართვისა და ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღისა, სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმით;
ბ.დ) ქვეპროგრამაში ჩართული პირის მომსახურებას, სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებული პირობები