1. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელმაც გაიარა რეგისტრაცია სააგენტოში, ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, პირი, რომელიც 2011 წლის დეკემბრის მდგომარეობით ფაქტობრივად ჩართული იყო 2011 წლის პროგრამის ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის (რეაბილიტაციის) ქვეპროგრამით განსაზღვრული ანალოგიური მომსახურებების მიწოდებაში, ავტომატურად ითვლება რეგისტრირებულად 2012 წლის 1 აპრილამდე, რა ვადამდეც პირმა ქვეპროგრამის შესაბამისი მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის შენარჩუნების მიზნით უნდა გაიაროს ხელახალი რეგისტრაცია მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ 2012 წლის 1 თებერვლამდე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.

2. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელმაც გაიარა რეგისტრაცია სააგენტოში. ამასთან, პირი, რომელიც 2011 წლის დეკემბრის მდგომარეობით ჩართული იყო 2011 წლის პროგრამის ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის (რეაბილიტაციის) ქვეპროგრამით განსაზღვრულ ანალოგიური მომსახურებების მიწოდებაში, ავტომატურად ითვლება რეგისტრირებულა