ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის:

ა) გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხების მქონე ბავშვის დაბადებისას მშობლისათვის მორალური და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა და დაბადების პირველი დღეებიდანვე ბავშვის ჩართვა ადრეული განვითარების პროგრამაში;

ბ) გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ადრეული განვითარების დარღვევების იდენტიფიკაცია, მათი სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, თვითმოვლის და კომუნიკაციური უნარების განვითარება და სოციალურ ინტეგრაციაში ხელშეწყობა;

გ) ბავშვისა და მშობლის საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სპეციალისტის (ფსიქოლოგი, ადრეული განვითარების პედაგოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ფიზიოთერაპევტი, მეტყველების თერაპევტი), საერთო ჯამში, თვეში არანაკლებ 9-ჯერ მომსახურება. ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე მომსახურება შესაძლებელია მიეწოდოს სახლში, სამედიცინო დაწესებულებაში, მიმწოდებელთან ან საბავშვო ბაღში;

დ) შეფასების შესაბამისი სისტემისა და მეთოდოლოგიის დახმარებით, რომლებიც ითვალისწინებს: ბავშვის სტიმულირებას, სოციალური და თვითმოვლის უნარებს, შემეცნებას, მოტორიკას და კომუნიკაციურ უნარებზე მუშაობას, ბავშვის განვითარების ინდივიდუალური გეგმის (გრძელვადიანი და მოკლევადიანი გაზომვადი მიზნებით) შედგენას, განხორციელებასა და ყოველთვიურ განახლებას;

ე) ბავშვის განვითარების ინდივიდუალური გეგმის განსახორციელებლად მშობლის მომზადება (მათ შორის, შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარება და სპეციფიკური ზრუნვის სწავლება