1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან 7-დან 18 წლამდე ასაკის, ერთდროულად, არაუმეტეს 43 ბავშვისა ქ. თბილისში, არაუმეტეს 10 ბავშვისა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში და არაუმეტეს 10 ბავშვისა თელავის მუნიციპალიტეტში, რომლებიც საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას და ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია/შეუსაბამოა მისი სკოლაში და/ან დღის ცენტრის მომსახურებაში ჩართვა.

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამიზნე ჯგუფის კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს შესაბამის მიმწოდებელს, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:

ა) კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთის (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;

ბ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის, ან პირადობის მოწმობის, ან პასპორტის ასლი;

დ) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა – №IV- 50/2, რომელშიც ძირითადი დიაგნოზის პუნქტში აღნიშნული უნდა იყოს მძიმე ან ღრმა ან სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა თანმხლებ დიაგნოზთან ერთად და „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის“ დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანების მე-17 მუხლის შესაბამისად, განსაზღვრული აქვს სხვა პირის მუდმივი დახმარების საჭიროება).

3. მიმწოდებელი უზრუნველყოფს:

ა) ბავშვის პირველად შეფასებას და ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისადმი კუთვნილების დადგენას;

ბ) პირველადი შეფასების სააგენტოში წარდგენას არაუგვიანეს პირის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის/უფლებამოსილი პირის მიერ მიმწოდებლისთვის მიმართვისა და ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღისა, სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმით.

4. სააგენტო უზრუნველყოფს, მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით და სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, ბავშვის პროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ყოველი თვის 5 რიცხვამდე. პროგრამაში ჩართვის უპირატესობით სარგებლობენ მომსახურების მაძიებლები შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები;

ბ) განცხადების თარიღის რიგითობის მიხედვით;

გ) განცხადების წარდგენის დღისთვის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ბავშვები;

დ) მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვებ