1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 264 000 ლარით.
2. სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბენეფიციარის მომსახურების დაფინანსების ოდენობა შეადგენს დღეში 50 ლარს.
3. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე (სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბენეფიციარის ჩარიცხვის ან ამორიცხვის თვეს – შესაბამის თვეში ამ ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე), რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების თვეში ფუნქციონირებად მცირე საოჯახო ტიპის სახლში შეუვსებელი, ლიმიტით განსაზღვრული ადგილები ანაზღაურდება დღეში 25 ლარით.
5. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სააგენტოში წარდგენა სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.
6. სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბენეფიციარის ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება რეგიონული საბჭოების მიე