ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის:
ა) ბენეფიციარის ჩარიცხვიდან 30 დღის განმავლობაში ინდივიდუალური მომსახურების გეგმის (გრძელვადიანი და მოკლევადიანი გაზომვადი მიზნებით) შედგენა, რომელიც უნდა მოიცავდეს ბენეფიციარისთვის/მშობლისათვის მორალური და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას, სოციალური, თვითმოვლის და კომუნიკაციური უნარების გაძლიერებას და სოციალურ ინტეგრაციაში ხელშეწყობას;
ბ) ბავშვის შეფასება და მომსახურების მიწოდება ბინაზე ან საჭიროების შემთხვევაში, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც ითვალისწინებს ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შესაბამისად მომვლელის – განვითარების სპეციალისტის – და მულტიდისციპლინური გუნდის სათანადო სპეციალისტ(ებ)ის (ოკუპაციური თერაპევტი, მეტყველების სპეციალისტი, ფსიქოლოგი, პედიატრი, სოციალური მუშაკი) – მომსახურებას, სულ – თვეში არანაკლებ 44 საათისა. ამასთან, მომსახურებაში შედის:
ბ.ა) ბენეფიციარის შეფასება და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შემუშავება/განხორციელება;
ბ.ბ) ბენეფიციართა ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობა;
ბ.გ) ბენეფიციარის მოვლა და დახმარება კვების, საპირფარეშოს, პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში;
ბ.დ) ბენეფიციარის და ოჯახის წევრებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება და მხარდაჭერა;
ბ.ე) ბავშვის დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების განვითარება;
ბ.ვ) ბავშვის პოზიტიური ქცევის მხარდაჭერა;
ბ.ზ) ბავშვის და ოჯახის წევრების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
ბ.თ) ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგ