1. ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის სამიზნე ჯგუფებია:

ა) 18 წლისა და უფროსი ასაკის შშმ პირები, ასევე აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციართა 18 წლამდე ასაკის შვილები, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს;

ბ) ხანდაზმულები (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან).

2. შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის უზრუნველყოფის კომპონენტის სამიზნე ჯგუფი არის 18 წლისა და უფროსი ასაკის შშმ პირები, მათ შორის, ფსიქიკური აშლილობის შემთხვევაში, უკანასკნელი სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა-ით დადასტურებული შემდეგი დიაგნოზების მქონე პირები: ორგანული ჰალუცინოზი F06.0, ორგანული ბოდვითი აშლილობა F06.2, ორგანული ბუნების (აფექტური) აშლილობა F06.3, შიზოფრენია F20, შიზოტოპური აშლილობა F21, ხანგრძლივი ბოდვითი აშლილობა F22, შიზოაფექტური აშლილობა F25, ბიპოლარული აფექტური აშლილობა F31, რეკურენტული დეპრესიული აშლილობა F33, მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა F70, საშუალო გონებრივი ჩამორჩენილობა F71, მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა F72.0, ასევე აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციართა 18 წლამდე ასაკის შვილები, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს. ბენეფიციართა მდგომარეობის გამწვავების შემთხვევაში, მომსახურება უზრუნველყოფს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის ორგანიზებას, მეთვალყურეობასა და ზრუნვას, რაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება სააგენტოს.

3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის საკითხები რეგულირდება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად.

4. ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ერთდროულად მოსარგებლე პირთა რაოდენობა ამ დანართის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 235-ს, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში- 28-