1. ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის სამიზნე ჯგუფებია:
ა) 18 წლისა და უფროსი ასაკის შშმ პირები, ასევე აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციართა 18 წლამდე ასაკის შვილები, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს;
ბ) ხანდაზმულები (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან).
2. შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის უზრუნველყოფის კომპონენტის სამიზნე ჯგუფი არის 18 წლისა და უფროსი ასაკის ფსიქიკური აშლილობისა და ინტელექტუალური განვითარების შეფერხების მქონე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა-ით დადასტურებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთაც შენარჩუნებული აქვთ თავის მოვლისა და კომუნიკაციის ბაზისური უნარ-ჩვევები, შეფასებულნი არიან მულტიგუნდის მიერ, ასევე აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციართა 18 წლამდე ასაკის შვილები, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს, შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) მინდობით აღზრდიდან, ასევე სხვა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებიდან გადასაყვანი ბენეფიციარები;
ბ) ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში მკურნალობაზე მყოფი პირები, რომლებიც აღარ საჭიროებენ სტაციონარულ მომსახურებას და ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა თავშესაფარში მყოფი პირები;
გ) ის პირები, რომლებსაც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში უფრო ადრე აქვთ წარდგენილი განაცხადი არაფულადი მომსახურების თაობაზე.
3. შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის უზრუნველყოფის კომპონენტის სამიზნე ჯგუფში არ მოიაზრება პირები: მძიმე კოგნიტიური დარღვევებით (F01F05, F73-F79), მწვავე ინფექციური დაავადებით, ტუბერკულოზის აქტიური ფორმით, აქტიური სიფილისით, კანის გადამდები დაავადებით, ცენტრალური ნერვული სისტემის მწვავე დაავადებით, რომლებიც საჭიროებენ სტაციონარულ მკურნალობას ან პალიატიურ ზრუნვას. ბენეფიციართა მდგომარეობის გამწვავების შემთხვევაში, მომსახურება უზრუნველყოფს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის ორგანიზებას, მეთვალყურეობასა და ზრუნვას, რაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება ზრუნვის სააგენტოს.
4. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის სხვა საკითხები რეგულირდება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად.
5. ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ერთდროულად მოსარგებლე პირთა რაოდენობა, ამ დანართის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს 430-ს (მათ შორის, 180 ხანდაზმული და 250 შშმ პირი), ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში − 58-