1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 20 000 ლარით.

2. 2022 წლის განმავლობაში ერთ პირზე გათვალისწინებულია არაუმეტეს ერთი ინდივიდუალური კურსის ღირებულების დაფინანსება.

3. ინდივიდუალური კურსით გათვალისწინებული მომსახურებების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი. ამასთან, ანაზღაურება ხორციელდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით.

4. დაფინანსების მისაღებად, მიმწოდებელი დასრულებული ინდივიდუალური კურსის შესახებ ზრუნვის  სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმის ანგარიშს აწვდის ზრუნვის სააგენტოს, არაუგვიანეს ინდივიდუალური კურსის დასრულების თვის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), რომელიც უზრუნველყოფს ამავე თვის ამოწურვამდე შესაბამისი ვაუჩერის დაფინანსებას ამ მუხლის მე-3 პუნქტის პირობათა გათვალისწინებით. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

5. დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის ქვეპროგრამის განმახორციელებელთან წარდგენა, ამ უკანასკნელის მიერ მოთხოვნილი ფორმი