1. პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა, ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაცია, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარება, ასევე 18-დან 21 წლამდე სახელმწიფო ზრუნვის მომსახურებებში მცხოვრები ან გასული ახალგაზდების დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადება/ხელშეწყობა.

2. პროგრამის ამოცანაა „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ დებულებათა გათვალისწინებით უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მიზნი