1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 4 150 000 ლარით.
2. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომლის დღიური დაფინანსების ოდენობა ხანდაზმული ბენეფიციარის შემთხვევაში შეადგენს 25 ლარს, შშმ პირის შემთხვევაში – 30 ლარს, ხოლო „შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის“ შემთხვევაში – 35 ლარს. ქვეპროგრამის დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილების შესაბამისად, გარდა ამ დანართის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისა, რომელთა „შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტით“ სარგებლობა ფინანსდება 100%-ით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე (ორგანიზაციაში ბენეფიციარის ჩარიცხვის ან ამორიცხვის თვეს – შესაბამის თვეში ამ ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე), მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.
4. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმი