ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:
ა) საქართველოს (ქ. თბილისის გარდა) მინიმუმ რვა რეგიონში 10 სურდოთარჯიმნის მომსახურებით უზრუნველყოფას (თითოეულ ამ რეგიონში მინიმუმ ერთი სურდოთარჯიმანი);
ბ) სურდოთარჯიმანთა შერჩევას და მათ მიერ გაწეული მომსახურების მონიტორინგს (რომელიც უნდა განახორციელოს ქვეპროგრამის მიმწოდებელი ორგანიზაციის სათანადოდ უფლებამოსილმა პირმა – კოორდინატორმა);
გ) ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული სურდოთარჯიმნის მომსახურების შესახებ ინფორმაციის განთავსებას ძირითად საჯარო დაწესებულებებში (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საქართველოს სასამართლოები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, აგრეთვე, ზრუნვის სააგენტოსა და სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულები);
დ) სურდოთარჯიმანთა მეშვეობით, ყრუთა ინფორმირებას სახელმწიფო მომსახურებების შესახებ, ასევე, გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში: საყოფაცხოვრებო, საგანმანათლებლო (სკოლა, პროფესიული, უმაღლესი), სკოლამდელი აღზრდისა და განათლების (საბავშვო ბაღი), სამედიცინო და რელიგიურ დაწესებულებებში მომსახურების მისაღებად საჭირო კომუნიკაციის ხელშეწყობას;
ე) ქვეპროგრამის მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების გაწევისას მიღებული პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა კანონმდებლობის შესაბამისა