1. ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის სამიზნე ჯგუფებია:

ა) 18 წლისა და უფროსი ასაკის შშმ პირები, ასევე აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციართა 18 წლამდე ასაკის შვილები, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს;

ბ) ხანდაზმულები (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან).

2. შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის შემთხვევაში:

ა) შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი ინდივიდუალური დახმარებით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტის სამიზნე ჯგუფია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ნერვული სისტემის დაავადებებით გამოწვეული თანდაყოლილი ფიზიკური შეზღუდვა;

ბ) შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის უზრუნველყოფის მე-2 მუხლის „ბ.ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში კომპონენტის სამიზნე ჯგუფი არის 18 წლისა და უფროსი ასაკის ფსიქიკური აშლილობისა და ინტელექტუალური განვითარების შეფერხების მქონე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა-ით დადასტურებული შშმ პირები, რომელთაც შენარჩუნებული აქვთ თავის მოვლისა და კომუნიკაციის ბაზისური უნარ-ჩვევები, შეფასებულნი არიან მულტიგუნდის მიერ, ასევე აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციართა 18 წლამდე ასაკის შვილები, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს, შემდეგი თანმიმდევრობით:

ბ.ა) მინდობით აღზრდიდან, ასევე სხვა სადღეღამისო  სპეციალიზებული დაწესებულებიდან გადასაყვანი  ბენეფიციარები;

ბ.ბ) ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში მკურნალობაზე მყოფი პირები,  რომლებიც აღარ საჭიროებენ სტაციონარულ მომსახურებას  და ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა თავშესაფარში მყოფი პირები;

ბ.გ) ის პირები, რომლებსაც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში უფრო ადრე აქვთ წარდგენილი განაცხადი არაფულადი მომსახურების თაობაზე.

3. შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის უზრუნველყოფის კომპონენტის სამიზნე ჯგუფს არ წარმოადგენს პირები მძიმე კოგნიტური დარღვევებით (F01F05, F73-F79).

4. ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა 24-საათიანი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის სამიზნე ჯგუფი არის 18 წლისა და უფროსი ასაკის ფსიქიკური აშლილობისა და ინტელექტუალური განვითარების შეფერხების მქონე, ასევე მძიმე კოგნიტური დარღვევებით (F73-F79, F84.0, F84.1) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციით − ფორმა №IV-100/ა-ით დადასტურებული შშმ პირები, რომელთაც აღენიშნებათ ფსიქო-სოციალური ფუნქციონირების ღრმა მოშლა და არ აქვთ შესაბამისი მხარდამჭერი გარემო და რომლებიც შეფასებულნი არიან მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) მინდობით აღზრდიდან, ასევე სხვა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებიდან გადასაყვანი  ბენეფიციარები;

ბ) ის პირები, რომლებსაც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში უფრო ადრე აქვთ წარდგენილი განაცხადი არაფულადი მომსახურების თაობაზე.

5. ბენეფიციართა მდგომარეობის გამწვავების შემთხვევაში მომსახურება უზრუნველყოფს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის ორგანიზებას, მეთვალყურეობასა და ზრუნვას, რაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება ზრუნვის სააგენტოს.

6. ამ ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კომპონენტის სამიზნე ჯგუფს არ წარმოადგენენ პირები: მწვავე ინფექციური დაავადებით, ტუბერკულოზის აქტიური ფორმით, აქტიური სიფილისით, კანის გადამდები დაავადებით, ცენტრალური ნერვული სისტემის მწვავე დაავადებით, რომლებიც საჭიროებენ სტაციონარულ მკურნალობას ან პალიატიურ ზრუნვას.

7. მძიმე და ღრმა შშმ პირთა ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტის სამიზნე ჯგუფია ზრუნვის სააგენტოს ფილიალების 18 წლისა და უფროსი ასაკის მქონე ბენეფიციარები.

8. 18 წლის და მეტი ასაკის ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტის სამიზნე ჯგუფია ზრუნვის სააგენტოს ფილიალებისა და ამავე ქვეპროგრამის ფარგლებში რეგისტრირებული სათემო ორგანიზაციების მომსახურების მიმღები პირები და ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში მკურნალობაზე მყოფი პირები, რომლებიც აღარ საჭიროებენ სტაციონარულ მომსახურებას და ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა თავშესაფარში მყოფი პირები.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული სამიზნე ჯგუფიდან ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში მყოფი პირები, რომლებიც აღარ საჭიროებენ სტაციონარულ მომსახურებას და ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა თავშესაფარში მყოფი პირები შეფასებულ უნდა იყვნენ მომსახურების მიმწოდებელი შესაბამისი დაწესებულების სოციალური მუშაკისა და ფსიქიატრის მიერ და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციით − ფორმა №IV-100/ა-თი უნდა დგინდებოდეს ფსიქო-სოციალური ფუნქციონირების ღრმა მოშლა, სოცილაური მუშაკის დასკვნაში აღნიშნული უნდა იყოს, რომ პირს არ აქვს შესაბამისი მხარდამჭერი გარემო და მულტიდისციპლინური გუნდი რეკომენდაციას უწევს პირის მომსახურებაში ჩარიცხვას.

10.  ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტის სამიზნე ჯგუფია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ან/და სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლი/დაზარალებული მასზე დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად.

11. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის სხვა საკითხები, გარდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის,  სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტის ბენეფიციარისა, რეგულირდება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად. ამასთანავე, ამ ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მომსახურებაში ჩარიცხვას ითანხმებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია. ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებებში ჩარიცხვის/ამორიცხვის/შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობა-მზრუნველობის საბჭო/საბჭოს თავმჯდომარე.

12. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად ბენეფიციარის თავშესაფარში მიღებისა და თავშესაფრიდან გაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მიმწოდებელი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების სფუძველზე.

13. ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ერთდროულად მოსარგებლე პირთა რაოდენობა, ამ დანართის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს 588-ს (მათ შორის, 256 ხანდაზმული და 332 შშმ პირი), „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში – 46-ს, „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში – 5-ს, „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში – 12-ს, „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში − 24-ს, „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში - 120-ს;„ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში - ერთდროულად მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობა არ აღემატება ქ. ბათუმში - 10 პირს, ქ. ქუთაისში - 15 პირს, ქ. გორში - 24 პირს, ქ. თბილისში - 24 პირს; ქ. სიღნაღში - 15 პირ