1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 9,000.0 ათასი ლარით.
2. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომლის დღიური დაფინანსების ოდენობა ამ დანართის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხანდაზმული ბენეფიციარის შემთხვევაში შეადგენს 30 ლარს, შშმ პირის შემთხვევაში – 35 ლარს, ,,ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – 40 ლარს, ხოლო „ბ.ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – 60 ლარს, ,,გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში − 100 ლარს, ,,დ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – 70 ლარს, „ე“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – 55 ლარს და „ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში - 35 ლარს, ხოლო შშმ ბავშვისა და შშმ მშობლის შემთხვევაში – 40 ლარს.
3. ქვეპროგრამის დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილების შესაბამისად, გარდა ამ დანართის მე-2 მუხლის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა, რომელთა მომსახურებით სარგებლობა ფინანსდება 100%-ით. ხოლო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში დღიური დაფინანსების ოდენობა ერთ პირზე შეადგენს - 35 ლარს, ხოლო შშმ პირის ან/და შშმ ბავშვის შემთხვევაში – 40 ლარს.
4. ზრუნვის სააგენტო ქმნის მულტიდისციპლინურ გუნდს (რომელიც შედგება სოციალური მუშაკისაგან, ფსიქიატრისაგან, ფსიქოლოგისაგან ან/და, გამოვლენილი საჭიროების შესაბამისად, ოკუპაციური თერაპევტისაგან, ექიმისაგან ან/და სხვა სპეციალისტისაგან) საჭიროების შემთხვევაში, ამ დანართის მე-3 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული სამიზნე ჯგუფის დამატებით შესაფასებლად. ამასთანავე, ზრუნვის სააგენტო ამტკიცებს მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობის წესს და უფლებამოსილია, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მულტიდისციპლინურ გუნდს დაავალოს სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე (ორგანიზაციაში ბენეფიციარის ჩარიცხვის ან ამორიცხვის თვეს – შესაბამის თვეში ამ ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე), მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, (ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლის/დაზარალებულის (მასზე დამოკიდებული არასრულწლოვანი პირების) შემთხვევაში პერსონალური მონაცემების დაფარვით), რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.
6. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა, ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით. (ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლის/დაზარალებულის (მასზე დამოკიდებული არასრულწლოვანი პირების) შემთხვევაში პერსონალური მონაცემების დაფარვით