„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №233
2006 წლის 31 მაისი
ქ. თბილისი
„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა თაობაზე
1. „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა დროულად რეალიზების მიზნით ამავე კანონის 24-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად 2006 წლის 1 აგვისტომდე დადგენილი წესით საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოადგინოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შექმნის, საკოორდინაციო საბჭოში პირის წარდგენისა და საკოორდინაციო საბჭოდან მისი გამოყვანის, საქმიანობის წესისა და შემადგენლობის შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტი.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი