1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 198 000 ლარით.
2. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული მომსახურების დაფინანსებისათვის, არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ ბენეფიციარის საჭიროებათა შეფასების და ბავშვის ინდივიდუალური მომსახურების გეგმის გადახედვის საფუძველზე მატერიალიზებული ვაუჩერის მოქმედების ვადა ავტომატურად შეიძლება გაგრძელდეს რამდენჯერმე. ამასთან, კომპონენტის ფარგლებში, ბინაზე მოვლის დაფინანსებული მომსახურების ლიმიტი ერთი ბენეფიციარისთვის თვეში ითვალისწინებს მომვლელის, განვითარების სპეციალისტის და მულტიდისციპლინური გუნდის სპეციალისტის (ოკუპაციური თერაპევტი, მეტყველების სპეციალისტი, ფსიქოლოგი, პედიატრი, სოციალური მუშაკი) მომსახურებას, სულ – არაუმეტეს 44 საათისა.
3. ვაუჩერი ფინანსდება არაუგვიანეს მომსახურების გაწევის შემდგომი თვის ამოწურვამდე. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურების გაწევის თვის მომდევნო თვის 5 რიცხვამდე სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ წინა თვეში ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, წინა თვის განმავლობაში მიღებული მომსახურების სახეობების, ჯერადობისა და მომსახურების ჩატარების ადგილის მითითებით, რაც დადასტურებული უნდა იყოს ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით. დოკუმენტის ფორმას განსაზღვრავს სააგენტო.
4. მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით. ამასთან, ვაუჩერის ერთი თვის ტალონის დაფინანსების ლიმიტია 300 ლარი. ამასთან, თუ წინა თვეში გაწეული მომსახურებების ჯერადობა 44-ზე ნაკლებია, მომსახურების მიწოდების თვის ვაუჩერის შესაბამის ტალონზე ასანაზღაურებელი თანხა მცირდება წინა თვეში მომსახურების მოთხოვნილი სეანსების მინიმუმსა და ფაქტობრივად გაწეულ ჯერადობებს შორის სხვაობის ნამრავლით 6.82 ლარის ოდენობაზე.
5. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი დამატებითი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სააგენტოში წარდგენა, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.
6. ზედიზედ, 60 დღის მანძილზე ვაუჩერის გამოუყენებლობა იწვევს ვაუჩერის ავტომატურად გაუქმებას, გარდა მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციონირების დროებით შეჩერების შემთხვევებისა, რაზეც მიმწოდებელი მინიმუმ ერთი თვით ადრე წერილობით აცნობებს ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, სააგენტოს და სამინისტროს. ამ შემთხვევაში, უნდა მოხდეს ბენეფიციარის პროგრამაში ხელახლა ჩართვა ყველა აუცილებელი პროცედურის გავლით. აღნიშნული შეზღუდვის, ისევე როგორც ქვეპროგრამაში მონაწილეობის სხვა პარამეტრებისა და ინდივიდუალური გეგმის შესახებ, ბენეფიციარის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი ინფორმირებული უნდა იყოს მომსახურების მიმწოდებლის მიერ. ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.
7. 18 წლის ასაკის მიღწევამდე მომსახურება წყდება, თუკი:
ა) მოხდა ბავშვის ჩართვა საგანმანათლებლო სისტემაში ან დღის ცენტრის პროგრამაში – დღის ცენტრის ვაუჩერის მოქმედების თვიდან;
ბ) ბავშვი გადავიდა პალიატიურ ზრუნვაში – აღნიშნულ ზრუნვაში გადასვლის დღიდან ან იმყოფება სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ზედიზედ 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით;
გ) ბავშვი გადავიდა სააღმზრდელო დაწესებულებაში – დაწესებულებაში გადასვლის დღიდან;
დ) კანონიერი წარმომადგენლის სურვილით;
ე) საცხოვრებელი ადგილის შეცვლის მიზეზით, რაც სცილდება მომსახურების არეალს.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების თაობაზე, მიმწოდებელი დაუყოვნებლივ ატყობინებს სააგენტო