1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება სმენის აპარატის საჭიროების მქონე 900 სმენადაქვეითებული შშმ პირი (მათ შორის, შშმ ბავშვი).

2. ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მიღების თაობაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი ან პირის კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს. ამასთან, აღნიშნულ განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) პირის კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი, თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელია;

ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელია;

გ) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში კი – დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას);

დ) შშმ პირის (მათ შორის, შშმ ბავშვის) სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი;

ე) პირზე გაცემული „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისათვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანებით დამტკიცებული ფორმა №IV-50/2-ის ასლი, სადაც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული სმენის აპარატის (ანალოგური ან ციფრული) საჭიროებ