ქვეპროგრამის ღონისძიებებია:
ა) ქვეპროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებისათვის ინდივიდუალური განვითარების პროგრამის შედგენა და განხორციელება;
ბ) საცხოვრებლით ყოველდღიური მომსახურებითა და სამჯერადი კვებით უზრუნველყოფა, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
გ) სათანადო სამედიცინო დახმარებითა და ფსიქოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფა;
დ) პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება (ბენეფიციარების ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და სურვილის გათვალისწინებით – ხელობის შერჩევა, სწავლება და პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობა);
ე) პირადი ჰიგიენისა და ინდივიდუალური მოხმარების საგნებით უზრუნველყოფა;
ვ) საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებ