1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული (სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი სკოლა-პანსიონი, მცირე საოჯახო ტიპის სახლები, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარები. ჩარიცხვის დროს პრიორიტეტი ენიჭება მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების ბენეფიციარებს, ასევე, მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის მოსარგებლე, რომელიც არის იმ უმაღლესი ან პროფესიული სასწავლებლის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, რომელიც არ მდებარეობს მინდობით აღმზრდელის საცხოვრებელ ქალაქში) 18-იდან 21 წლამდე (21 წლის შესრულების თვის ჩათვლით) ახალგაზრდა. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარს არ შესრულებია 21 წელი და დაასრულა სწავლა, მომსახურება უგრძელდება არაუმეტეს 3 თვის ვადისა. ქვეპროგრამაში ჩართვისათვის ახალგაზრდა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში იმყოფებოდა მინიმუმ 1 (ერთი) წლის განმავლობაში და მომსახურების დატოვებიდან არ არის გასული 24 თვეზე მეტი;

ბ) არ არსებობს ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების შესაძლებლობა (უსახლკარობა, საფრთხის შემცველი საცხოვრისი, მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებული მშობლები/ოჯახის წევრი, ოჯახში  ძალადობა და სხვ);

გ) აქვს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის  საჭირო უნარები და განათლების მიღების მოტივაცია. აქვს ქვეპროგრამაში ჩართვაზე სააგენტოს უფლებამოსილი პირის – სოციალური მუშაკის და მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის ადმინისტრაციის რეკომენდაცია შესაბამისი ფორმით, რომელიც მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

დ) არის უმაღლესი ან პროფესიული სასწავლებლის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, ან არის აბიტურიენტი (აქვს შესაბამისი დოკუმენტი ან/და სოციალური მუშაკის დასკვნა, რითაც დასტურდება, რომ ბენეფიციარი ემზადება  უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებლში ჩასაბარებლად).

2. ქვეპროგრამაში ჩარიცხვის/ამორიცხვის/ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს  მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს  რეგიონული საბჭო, სოციალური მუშაკის დასკვნისა და მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე.

3. ბენეფიციარის ქვეპროგრამაში ჩართვისთანავე ფორმდება სამმხრივი ხელშეკრულება 6 თვის ვადით, სადაც გაწერილია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაციისა და ბენეფიციარის მოვალეობები, ასევე, ქვეპროგრამით სარგებლობის დამატებითი პირობები. ხელშეკრულების ფორმას ამტკიცებს სააგენტო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. ბენეფიციარსათვის მომსახურების მიწოდება:

ა) უწყდება შემდეგ შემთხვევებში:

ა.ა) მიაღწია ქვეპროგრამით განსაზღვრულ ზღვრულ ასაკს;

ა.ბ) საკუთარი სურვილით წყვეტს ხელშეკრულებას;

ა.გ) გაუჩინარების შემთხვევაში (არაუმეტეს 20 დღე);

ა.დ) შექმნა ოჯახი;

ა.ე) მიატოვა სწავლა (არაუმეტეს ერთი სემესტრისა);

შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი – აკადემიური შვებულების სტატუსით, არაუმეტეს ერთი სემესტრისა;

ა.ვ) დაარღვია ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები;

ა.ზ) ან სხვა გარემოება (მაგ.: სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა და სხვ.).

5. ბენეფიციარისათვის მომსახურების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობისა და მზრუნველობის საბჭო, მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოსათვის მომსახურების მოიწოდებლის მიერ მიწოდებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების დადგომიდან არაუგვიანეს 14 დღის გამავლობაში.

6. მომსახურება წყდება მეურვეობისა და მზრუნველობის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღიდა