1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს მომსახურების მომწოდებლის მიერ შემდეგი ღონისძიებების განხორციელებას:

ა) უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფა ერთ ოთახში ერთად არა უმეტეს 3 ბენეფიციარისათვის, ხოლო ერთ შენობაში არაუმეტეს 6 ბენეფიციარისა;

ბ) 25 ბენეფიციარზე ერთი მომსახურების სოციალური მუშაკის/ახალგაზრდული მუშაკის/სოციალური პედაგოგის მომსახურებით უზრუნველყოფა;

გ) საჭიროების შემთხვევაში – ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზება;

დ) ჯანსაღი ცხოვრების წესის  სწავლება;

ე) სოციალური უნარების განვითარების ხელშეწყობა;

ვ) მოტივაციისა და პასუხისმგებლობის გრძნობის გაძლიერება, ნებელობითი ფუნქციების, კომუნიკაციის უნარებისა და  ემოციური ინტელექტის განვითარების ხელშეწყობა;

ზ) პროფესიული კონსულტირება, კარიერის დაგეგმვის, სამუშაოს ძიებისა და დასაქმების უნარების განვითარების (CV-ის და სამოტივაციო წერილის წერა, გასაუბრებისთვის მომზადება) ხელშეწყობა;

თ) დროის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის დაგეგმვის ტექნიკის სწავლება;

ი) ბენეფიციარის ჩართულობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებიდან გამომდინარე, ინდივიდუალური გეგმის მომზადება;

კ) წახალისების მექანიზმის დანერგვა;

ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელშეწყობა.

2. ბენეფიციარის მომსახურების ადგილზე არყოფნის შემთხვევაში (დასასვენებლად ქალაქგარეთ გასვლა, ექსკურსია და სხვ.) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მომსახურების მომწოდებლის მიერ:

ა) ბენეფიციარის სამგზავრო ხარჯებით უზრუნველყოფას;

ბ) დასვენებისათვის/ქალაქგარეთ გასვლისათვის  საჭირო ხარჯებით, მათ შორის, კვების, ყოველდღიური და საცხოვრებლის დაქირავებისათვის  თანხით უზრუნველყოფა