1.  ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფია შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სოციალური მუშაკის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით იდენტიფიცირებული 18 წლამდე ასაკის მიუსაფარი ბავშვები, ასევე ის მიუსაფარი ბავშვები, რომლებიც არიან ამ ქვეპროგრამის ბენეფიციარები, იღებენ ზოგად განათლებას და არიან არასრული საშუალო ან საშუალო განათლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები (მე-9 და მე-12 კლასები) სასწავლო წლის დასრულების მომდევნო თვის 1 რიცხვამდე.

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის საკითხები რეგულირდება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისა