ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:

ა) ბენეფიციარის ჩარიცხვიდან 30 დღის განმავლობაში ინდივიდუალური მომსახურების გეგმის (გრძელვადიანი და მოკლევადიანი გაზომვადი მიზნებით) შედგენა, რომელიც ბავშვის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით უნდა მოიცავდეს ბენეფიციარისთვის/მშობლისათვის მორალური და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას, სოციალური, თვითმოვლის და კომუნიკაციური უნარების გაძლიერებას და სოციალურ ინტეგრაციაში ხელშეწყობას;

ბ) ბავშვის შეფასება და მომსახურების მიწოდება ბინაზე ან საჭიროების შემთხვევაში, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შემუშავებული ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შესაბამისად ყველა შემთხვევაში ითვალისწინებს მომვლელისა და განვითარების სპეციალისტის მომსახურებას (გარდა რთული ქცევის მქონე ბენეფიციარებისა). საჭიროების შემთხვევაში გეგმის შესაბამისად განსაზღვრული მულტიდისციპლინური გუნდის სათანადო სპეციალისტ(ებ)ის (მათ შორის საჭიროებისამებრ: ოკუპაციური თერაპევტის, ფიზიკური თერაპევტის, მეტყველების სპეციალისტის, ფსიქოლოგის, პედიატრის) მომსახურებას. თვეში მომსახურება გულისხმობს არაუმეტეს 44 საათს. ამასთან, მომსახურების ფარგლებში:

ბ.ა) განვითარების სპეციალისტი მულტიგუნდთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს:

ბ.ა.ა) ბენეფიციარის შეფასებას და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შემუშავებას/განხორციელებას;

ბ.ა.ბ) ბენეფიციართა ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობას;

ბ.ა.გ) ბენეფიციარის და ოჯახის წევრებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებას და მხარდაჭერას;

ბ.ა.დ) ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით საჭირო უნარების განვითარებას და პოზიტიური ქცევის მხარდაჭერას;

ბ.ა.ე) ბავშვის და ოჯახის წევრების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას.

ბ.ბ) მომვლელი მულტიგუნდთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს:

ბ.ბ.ა) ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს;

ბ.ბ.ბ) ბენეფიციარის მოვლას და დახმარება სკვების, საპირფარეშოს, პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში.

გ) რთული ქცევის მქონე ბენეფიციარებსათვის ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან ერთად ქცევის თერაპევტის ან/და პროგრამის ხელმძღვანელის – ფსიქოლოგის მიერ გამოვლენილი საჭიროებების შემთხვევაში, რომელიც დადასტურებულია არგუმენტირებული, ხელმოწერილი დასკვნით და ინფორმაციით, რომ მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციას შესაძლებლობა აქვს გაუფორმოს ხელშეკრულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამის ბენეფიციარებზე ინდივიდუალური ზრუნვის განხორციელებას;

დ) ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ზრუნვის დრო და ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს შრომის კანონმდებლობას და გაწერილი უნდა იყოს  ინდივიდუალური მომსახურების გეგმაში;

ე) ამ მუხლის „გ“ ქვეპუნტით გათვალისწინებულ ხელშკრულებით დასაქმებულ პირს ზედამხედველობას უწევს შემთხვევის მართვის მენეჯერი, არის დამოუკიდებელი ქცევის თერაპევტი ან სუპერვიზორი და კონსულტანტი რთული ქცევის მართვის საკითხებში, რომელსაც არის პროფესიით ფსიქოლოგი, აქვს დამოუკიდებელი პრაქტიკა რთული ქცევის მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან და მეთოდოლოგიურად ეყრდნობა ქცევის გამოყენებით ანალიზს და შეუძლია რთული ქცევის მართვაზე პროფესიული ზედამხედველობის განხორციელება.

ვ)  შემთხვევის მართვის მენეჯერი უზრუნველყოფს:

ვ.ა) რთული ქცევის ფუნქციურ შეფასებას;

ვ.ბ) რთული ქცევის შეფასებას;

ვ.გ) ბენეფიციარის განვითარების შეფასებასა და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შედგენას;

ვ.დ) ბენეფიციარის ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობას;

ვ.ე) ბენეფიციართან მომუშავე სპეციალისტებისთვისა და ოჯახის წევრებისთვის რეკომენდაციების მიწოდებასა და მხარდაჭერას;

ვ.ვ) ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით საჭირო უნარების განვითარებას და პოზიტიური ქცევის მხარდაჭერას;

ვ.ზ) ბავშვის და ოჯახის წევრების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას;

ვ.თ) ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირების ჩართვის საჭიროების განსაზღვრას;

ვ.ი) ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირების სამუშაო საათების დადგენას;

ვ.კ) ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირების სუპერვიზიას;

ვ.ლ) ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირებისთვის სამუშაო რეკომენდაციების გაცემას; სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიისა და ტექნიკების მონიტორინგს;

ვ.მ) ქცევის ფუნქციის დადგენის და/ან შემზღუდავი/შემაფერხებელი ტექნიკების გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში კონსულტანტი BCBA-ის ჩართვას.

ზ) კონსულტანტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები მოიცავს სამუშაო აღწერილობა მოიცავს:

ზ.ა) ბავშვთან/მოზარდთან მომუშავე მულტიდიციპლინარული გუნდის (კანონიერი წარმომადგენელი, შემთხვევის მართვის მენეჯერი, განვითარების სპეციალისტები და/ან ქცევითი თერაპევტი) და პროგრამის ხელმძღვანელის კონსულტირებას რთული ქცევის ფუნქციურ შეფასებაში;

ზ.ბ) ქცევის ფუნქციური ანალიზისთვის საჭირო ჩანაწერების ფორმების შემუშავებაში პროგრამის სპეციალისტების კონსულტირებას;

ზ.გ) ქცევის ფუნქციური ანალიზის გაკეთება ბავშვთან/მოზარდთან მომუშავე სპეციალისტების ჩანაწერების საფუძველზე;

ზ.დ) პროგრამის სპეციალისტების (ფსიქოლოგი/განვითარების სპეციალისტი/ქცევითი თერაპევტი) მიერ ბავშვის/მოზარდის განვითარების საფეხურის საფუძველზე პროგრამის ხელმძღვანელისა და  შემთხვევის მართვის  მენეჯერის კონსულტირება კრიზისული ინტერვენციის გეგმის შემუშავებაში.

თ) კონსულტანტი უნდა აკმაყოფილებდეს   შემდეგ კრიტერიუმებს:

თ.ა) რთული ქცევის მქონე ბავშვებთან/მოზარდებთან მინიმუმ 4 წლიანი მუშაობის გამოცდილება ბუნებრივ გარემოში (სკოლა, სახლი, დღის ცენტრი) ქცევის გამოყენებითი ანალიზის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით;

თ.ბ) ბავშვების/მოზარდების ოჯახებთან მუშაობისა და პირველადი ფსიქო-სოციალური დახმარების გაწევის გამოცდილება;

თ.გ) ოჯახის წევრებისა და ბავშვთან მომუშავე სპეციალისტების სუპერვიზიისა და სწავლების გამოცდილება ქოუჩინგის მეთოდით;

თ.დ) BCBA (The Board Certified Behavior Analyst) -ის ხარისხი ან BCBA-ის სასერტიფიკატო კურსის მონაწილე, რომელიც ამჟამად ახორციელებს პრაქტიკას BCBA-ის სუპერვიზიით’

ი) საჭიროებისა და  შესაბამისი დიაგნოზის (შარდისა და/ან განავლის შეუკავებლობა) არსებობის შემთხვევაში – ერთჯერადი შემწოვი საფენებით უზრუნველყოფ