მეურვეობისა და მზრუნველობის ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სოციალური მუშაკის უფლებამოსილებებია:

ა) შეაფასოს იდენტიფირებული ბავშვის ოჯახის საჭიროებები;

ბ) ოჯახის გაძლიერების მიზნით გადაამისამართოს ბენეფიციარი საჭირო მომსახურებებში/უწყებებში;

გ) ჩაატაროს სოციალური მუშაობა, მიაწოდოს ინფორმაცია ძალადობის ფორმების შესახებ;

დ) ბენეფიციარების მშობლებს/მზრუნველებს დაეხმაროს მშობლობის უნარ-ჩვევების შეძენა/განვითარებაში;

ე) საჭიროების შესაბამისად, ბენეფიციარები/მშობლები/მზრუნველები ჩართოს სხვადასხვა პროგრამებში/ქვეპროგრამებში;

ვ) იმ შემთხვევაში, თუ მაძიებლის ანკეტის გახსნიდან 12 თვის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს მიუხედავად, ბავშვი კვლავ იმყოფება ქუჩაში,  შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უფროს სოციალურ მუშაკთან კოორდინაციით მიმართოს სასამართლოს მშობლის უფლებების შეზღუდვის/ჩამორთმევის მიზნით და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, განუსაზღვროს მას მზრუნველობის შესაბამისი ფორმ