1. ამ წესის დანართით N1 „სპეციფიური ზოონონებისა და ზოონონური აგენტების პრევალენტობის შესამცირებლად ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დასადგენი სამიზნეები“ განსაზღვრული ცხოველების პოპულაციებში, ამავე დანართით განსაზღვრული ზოონოზი და ზოონოზური აგენტების პრევალენტობის შემცირების მიზნით, ყალიბდება სამიზნები, განსაკუთრებით:
ა) არსებული ღონისძიებების შედეგად მოპოვებული გამოცდილების საფუძველზე;
ბ) „ზოონოზისა და ზოონოზური აგენტის მონიტორინგის წესის“ მე-5 მუხლის ფარგლებში შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამიზნეები უნდა მოიცავდეს:
ა) რიცხობრივ გამოხატვას:
ა.ა) დადებითი ეპიდემიოლოგიური ერთეულების მაქსიმალური პროცენტული რაოდენობის;
ა.ბ) და/ან დადებითი ეპიდემიოლოგიური ერთეულების შემცირების მინიმალური პროცენტული რაოდენობის;
ბ) მაქსიმალურ დროს, რომლის ფარგლებშიც მიღწეული უნდა იქნეს სამიზნე;
გ) ამ პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ეპიდმიოლოგიური ერთეულების დადგენას;
დ) მიზნის მისაღწევად გადამოწმებისათვის საჭირო ტესტირების (გამოკვლევის) სქემების განსაზღვრას;
ე) საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის მნიშვნელოვანი სეროტიპების ან ამ წესის დანართით N1 განსაზღვრული ზოონოზების ან ზოონოზური აგენტების სხვა ქვეტიპების დადგენას, ამ წესის დანართით N3 „საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი სალმონელას ქევეტიპის განსაზღვრის სფეციფიკური კრიტერიუმი“ განსაზღვრული სპეციფიკური კრიტერიუმებისა და შემდეგი ზოგადი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ე.ა) ზოონოზის ან ზოონოზური აგენტების სიხშირე ცხოველებისა და ადამიანთა პოპულაციაში, სურსათში და ცხოველის საკვებში;
ე.ბ) ადამიანებისთვის ზოონოზის ან ზოონოზური აგენტების გავლენის სიმძიმე;
ე.გ) ზოონოზის ან ზოონოზური აგენტების ეკონომიკური შედეგები ცხოველთა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და სურსათისა და ცხოველის საკვების ბიზნესისათვის;
ე.დ) ზოონოზის ან ზოონოზური აგენტების მიმართ ეპიდემიოლოგიური ტენდენციები ცხოველთა და ადამიანების პოპულაციებში, სურსათში და ცხოველის საკვებში;
ე.ე) ზოონოზის ან ზოონოზური აგენტების მიმართ სამეცნიერო რჩევები;
ე.ვ) ზოონოზის ან ზოონოზური აგენტების მიმართ ტექნოლოგიების განვითარება, პრაქტიკულად დაკავშირებული ყველა შესაძლო საკონტროლო პარამეტრები;
ე.ზ) შეჯვარების სისტემებისა და წარმოების მეთოდების შესახებ მოთხოვნები და ტენდენციები.
3. ამ წესის დანართი N1-ით განსაზღვრული ზოონოზების და ზოონოზური აგენტების პრევალენტობის შემცირების ზომები უნდა განხორციელდეს ამ წესის შესაბამისა