თავი IV — გადამდებ დაავადებათა გამოვლენა, პირის იზოლაცია და კარანტინში მოთავსება
1. ზოონოზური დაავადებისაგან მოსახლეობის დასაცავად დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ ინფორმირების წესი განისაზღვრება ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესით.
2. ზოონოზური დაავადების გამოვლენის შემთხვევაში სამინისტრო და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთობლივად ატარებენ ეპიდემიური აფეთქების სალიკვიდაციო ღონისძიებებს.
3. სამინისტრო შეიმუშავებს ცოფის პრევენციის სახელმწიფო პროგრამას და განსაზღვრავს მოსახლეობის ანტირაბიული პროფილაქტიკური მკურნალობის პოლიტიკას.
4. ცხოველთა ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრებისთვის ვაქცინით უზრუნველყოფისათვის, ცხოველთა ცოფის ვაქცინის შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის, ცხოველთა ვაქცინაციის მონაცემთა ერთიანი ინფორმაციული ბანკის წარმოებისათვის პასუხისმგებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1920-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.230
საქართველოს 2015 წლის 1 აპრილის კანონი №3417 - ვებგვერდი, 14,04,2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7
დეკემბრის
კანონი №1691
–
ვებგვერდი, 14.12.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 07.12.2017-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 07.12.2017 კანონი №1691
წინა რედაქცია (12.07.2007 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 13. ზოონოზური დაავადებების კონტროლი 1. ზოონოზური დაავადებისაგან მოსახლეობის დაცვის მიზნით საქცართველოს მთავრობდ დაავადგენბის სგამიოვლენისტროსა და საქარ შემთხველოვის შესოფლახებ ის ნფორმეუირნეობის წესამი განისტაზღვროს შორება ისნფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, გამოვლენსაკუთრებით საშიში პათოგემნებითხ გამოწვეულ დაავადებებზე, ეპის შდზესდამხედველობ ურთიერთს ინფოტეგრმირებული ს წეროვნული სის. 2. სატემის ფუნქცისტრო და სოფლნის მეურნეობის წესამინისტროთ. 2. ზოონოზური დაავადების გამოვლენის შემთხვევაში სამინისტრო და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთობლივად ატარებენ ეპიდემიური აფეთქების სალიკვიდაციო ღონისძიებებს. 3. სამინისტრო შეიმუშავებს ცოფის პრევენციის სახელმწიფო პროგრამას და განსაზღვრავს მოსახლეობის ანტირაბიული პროფილაქტიკური მკურნალობის პოლიტიკას. 4. ცხოველთა ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრებისთვის ვაქცინით უზრუნველყოფისათვის, ცხოველთა ცოფის ვაქცინის შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის, ცხოველთა ვაქცინაციის მონაცემთა ერთიანი ინფორმაციული ბანკის წარმოებისათვის პასუხისმგებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1920-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.230 საქართველოს 2015 წლის 1 აპრილის კანონი №3417 - ვებგვერდი, 14,04,2015წ.