1. სამინისტრო უზრუნველყოფს:
ა) გადამდები დაავადებების ეპიდზედამხედველობას;
ბ) გადამდები დაავადებების პრევენციას, მათ შორის, პროფილაქტიკური აცრების ჩატარებას;
გ) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული აცრებისა და ეპიდჩვენებით განპირობებული აცრების ზედამხედველობას;
დ) სახელმწიფო სტატისტიკის წარმოებას პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული აცრების შესახებ, რომლებიც ჩატარდა;
ე) სტატისტიკის წარმოებას გადამდები დაავადებების, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში ინფექციების შემთხვევების შესახებ;
ვ) ეპიდემიური აფეთქებისა და ეპიდემიების ლაბორატორიულ დადასტურებას;
ზ) ინფიცირებულთა მკურნალობას გადამდები დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით;
თ) საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული აცრების ხელმისაწვდომობას.
2. სამინისტრო პროფილაქტიკური აცრების ჩატარების მიზნით:
ა) განსაზღვრავს პროფილაქტიკური აცრების ჩატარების ვადებსა და წესებს, შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციისა და იმუნიზაციის ბარათების ფორმებს;
ბ) იღებს გადაწყვეტილებას ეპიდჩვენებით განპირობებული დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყების შესახებ;
გ) უზრუნველყოფს პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული აცრებით საქართველოში მცხოვრებ პირთა მაქსიმალურ მოცვას;
დ) აკონტროლებს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მომარაგებას მოსახლეობის პროფილაქტიკური აცრებისათვის საჭირო ხარისხიანი, ეფექტიანი და უსაფრთხო პრეპარატებით;
ე) განსაზღვრავს პროფილაქტიკური აცრებისათვის საჭირო პრეპარატების შენახვისა და ტრანსპორტირების წესებს;
ვ) ახორციელებს პროფილაქტიკური აცრებისათვის საჭირო პრეპარატების შენახვისა და ტრანსპორტირების ზედამხედველობას.
3. სამინისტრო ადგენს ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობის, პრევენციისა და კონტროლის წესებს.
4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით განისაზღვრება:
ა) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი;
ბ) იმ საქმიანობათა ნუსხა, რომლებისთვისაც სავალდებულოა პროფილაქტიკური იმუნიზაცია;
გ) იმ საქმიანობათა ნუსხა, რომლებიც დაკავშირებულია გადამდები დაავადებების გავრცელების მაღალ რისკთან, და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების ჩამონათვალი;
დ) იმ დაწესებულებების ნუსხა, სადაც ფიზიკური პირის დასაქმება დაიშვება მხოლოდ პროფილაქტიკური იმუნიზაციის ჩატარების შემდეგ.
5. სამინისტრო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საქმიანობით დაკავებულ პირთა ინფორმირებას მათთვის რეკომენდებული აცრების შესახებ.
6. საქართველოს თავდაცვის ძალებსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − პენიტენციური სამსახური) პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ − პენიტენციური დაწესებულება) პროფილაქტიკური იმუნიზაციის წესს ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
7. სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების, მათ შორის, აცრებთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ.
8. სამინისტრო პენიტენციური დაწესებულებებისათვის ადგენს სანიტარიულ ნორმებს.
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2729-სსმI, №12, 24.03.2010წ., მუხ.65
საქართველოს 2015 წლის 1
მაისის
კანონი
№3548
- ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის
კანონი №3115
–
ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 31
ოქტომბრის
კანონი №3599
– ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3532 – ვებგვერდი, 12.10.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.09.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 21.09.2023 კანონი №3532
- 31.10.2018 კანონი №3599
- 05.07.2018 კანონი №3115
- 01.05.2015 კანონი №3548
წინა რედაქცია (12.07.2007 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 7. სამინისტროს ვალდებულებები გადამდები დაავადებების პროფილაქტიკის სფეროში 1. სამინისტრო უზრუნველყოფს: ა) გადამდები დაავადებების ეპიდზედამხედველობას; ბ) გადამდები დაავადებების პრევენციას, მათ შორის, პროფილაქტიკური აცრების ჩატარებას; გ) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული აცრებისა და ეპიდჩვენებით განპირობებული აცრების ზედამხედველობას; დ) სახელმწიფო სტატისტიკის წარმოებას პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული აცრების შესახებ, რომლებიც ჩატარდა; ე) სტატისტიკის წარმოებას გადამდები დაავადებების, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში ინფექციების შემთხვევების შესახებ; ვ) ეპიდემიური აფეთქებისა და ეპიდემიების ლაბორატორიულ დადასტურებას; ზ) ინფიცირებულთა მკურნალობას გადამდები დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით; თ) საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული აცრების ხელმისაწვდომობას. 2. სამინისტრო პროფილაქტიკური აცრების ჩატარების მიზნით: ა) განსაზღვრავს პროფილაქტიკური აცრების ჩატარების ვადებსა და წესებს, შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციისა და იმუნიზაციის ბარათების ფორმებს; ბ) იღებს გადაწყვეტილებას ეპიდჩვენებით განპირობებული დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყების შესახებ; გ) უზრუნველყოფს პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული აცრებით საქართველოში მცხოვრებ პირთა მაქსიმალურ მოცვას; დ) აკონტროლებს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მომარაგებას მოსახლეობის პროფილაქტიკური აცრებისათვის საჭირო ხარისხიანი, ეფექტიანი და უსაფრთხო პრეპარატებით; ე) განსაზღვრავს პროფილაქტიკური აცრებისათვის საჭირო პრეპარატების შენახვისა და ტრანსპორტირების წესებს; ვ) ახორციელებს პროფილაქტიკური აცრებისათვის საჭირო პრეპარატების შენახვისა და ტრანსპორტირების ზედამხედველობას. 3. სამინისტრო ადგენს ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობის, პრევენციისა და კონტროლის წესებს. 4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით განისაზღვრება: ა) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი; ბ) იმ საქმიანობათა ნუსხა, რომლებისთვისაც სავალდებულოა პროფილაქტიკური იმუნიზაცია; გ) იმ საქმიანობათა ნუსხა, რომლებიც დაკავშირებულია გადამდები დაავადებების გავრცელების მაღალ რისკთან, და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების ჩამონათვალი; დ) იმ დაწესებულებების ნუსხა, სადაც ფიზიკური პირის დასაქმება დაიშვება მხოლოდ პროფილაქტიკური იმუნიზაციის ჩატარების შემდეგ. 5. სამინისტრო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საქმიანობით დაკავებულ პირთა ინფორმირებას მათთვის რეკომენდებული აცრების შესახებ. 6. შეისარქაღრთვებულოს თავდაცვის ძალებში, სხა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახედრო ფორლმწირფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეცია დლური პენიტენციური სამსახურისჯ (შელმდგომ − პენიტენციური საღმსახური) პენიტენციურ დაწესებულებაშის (შემდგომ − პენიტენციური დაწესებულებებშია) პროფილაქტიკური იმუნიზაციის წესს ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენათვალისწინებული. 7. სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების, მათ შორის, აცრებთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ. 8. სამინისტრო პენიტენციური დაწესებულებებისათვის ადგენს სანიტარიულ ნორმებს. სასჯქართველაღოსრუ 2010 წლების დ9 მაწესებულებრტის კათვნონი №2729-სსმI, №12, 24.03.2010წ., მუხ.65