თავი IV — გადამდებ დაავადებათა გამოვლენა, პირის იზოლაცია და კარანტინში მოთავსება
1. საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ფიზიკური პირის იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი.
11. იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია სხვისი სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის დასაცავად გამოიყენოს სამართალდამრღვევი ფიზიკური პირის შესაბამის სივრცეში მოსათავსებლად გონივრულ ვადაში გადაყვანა, როგორც პრევენციული ღონისძიება. ამასთანავე, სამართალდამრღვევი ფიზიკური პირის შესაბამის სივრცეში მოსათავსებლად გადაყვანა უნდა განხორციელდეს სამინისტროს უფლებამოსილი პირის თანხლებით, თუ ეს შესაძლებელია.
2. ფიზიკურ პირს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.
3. გადაწყვეტილებას ადამიანის იზოლაციის ან/და მის მიმართ საკარანტინო ღონისძიებების გამოყენების შესახებ იღებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის პრინციპების დაცვით.
4. სახელმწიფო უზრუნველყოფს იზოლირებული ან/და კარანტინში მოთავსებული პირის სამედიცინო მომსახურებას.
5. მცირეწლოვნის ან/და შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების შემთხვევაში მის კანონიერ წარმომადგენელს ამის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს. წერილობითი შეტყობინება უნდა შეიცავდეს იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების იურიდიულ საფუძველს და სავარაუდო ხანგრძლივობას.
6. იზოლაციის ან/და კარანტინის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3365 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1691 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4091 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 23 აპრილის კანონი №5890 – ვებგვერდი, 24.04.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.04.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 23.04.2020 კანონი №5890
- 22.12.2018 კანონი №4091
- 07.12.2017 კანონი №1691
- 20.03.2015 კანონი №3365
წინა რედაქცია (12.07.2007 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 11. პირის იზოლაცია და კარანტინში მოთავსება 1. საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ფიზიკური პირის იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი. 11. იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია სხვისი სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის დასაცავად გამოიყენოს სამართალდამრღვევი ფიზიკური პირის შესაბამის სივრცეში მოსათავსებლად გონივრულ ვადაში გადაყვანა, როგორც პრევენციული ღონისძიება. ამასთანავე, სამართალდამრღვევი ფიზიკური პირის შესაბამის სივრცეში მოსათავსებლად გადაყვანა უნდა განხორციელდეს სამინისტროს უფლებამოსილი პირის თანხლებით, თუ ეს შესაძლებელია. 2. ფიზიკურ პირს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება. 3. გადაწყვეტილებას ადამიანის იზოლაციის ან/და მის მიმართ საკარანტინო ღონისძიებების გამოყენების შესახებ იღებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის პრინციპების დაცვით. 4. სახელმწიფო უზრუნველყოფს იზოლირებული ან/და კარანტინში მოთავსებული პირის სამედიცინო მომსახურებას. 5. ქმცირედუუწლოვნის არო ან/და შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების შემთხვევაში მის კანონიერ წარმომადგენელს აღნიშნული ქმედების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს წერილობითი ფორმით. წერილობითი შეტყობინება უნდა შეიცავდეს იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების იურიდიულ საფუძველს და მის სავარაუდო ხანგრძლივობას. 6. იზოლაციის ან/და კარანტინის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო.