თავი VII — 13. ადმინისტრაციული სამართალწარმოება „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობით იზოლაციასთან დაკავშირებით
1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეულის მიმართვის საფუძველზე პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციისა და მისი შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ ბრძანებას გამოსცემს მაგისტრატი მოსამართლე, ხოლო იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც მაგისტრატი მოსამართლე არ მოქმედებს, – რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეულის ადგილსამყოფლის მიხედვით.
2. მოსამართლე პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციისა და მისი შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში მოთავსების საქმეს განიხილავს და ბრძანებას გამოსცემს ამ თავით დადგენილი წესით.
საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4630 - ვებგვერდი, 23.12.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 11.12.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 11.12.2015 კანონი №4630
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 39(46), 06/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება