თავი VII — 14. ადმინისტრაციული სამართალწარმოება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სახელშეკრულებო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით
1. ქონებრივი ზიანის ან/და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნით ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელით სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს იმ პირს, რომლის მიმართაც არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ – კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგინდა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა.
2. პირი ან მისი წარმომადგენელი ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს წარუდგენს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კომიტეტის გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის ვადაში.
3. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს უნდა ერთოდეს:
ა) პირის მიმართ კონვენციის დარღვევის ან/და სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გადახდის თაობაზე კომიტეტის გადაწყვეტილების ასლი;
ბ) პირის წარმომადგენლის მიერ სარჩელის წარდგენისას − წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს 2016 წლის 27
აპრილის კანონი
№
5013
- ვებგვერდი, 13.05.2016წ.
საქართველოს 2016 წლის 22
დეკემბრის კანონი
№202
- ვებგვერდი, 29.12.2016წ.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2994 – ვებგვერდი, 13.06.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 31.05.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 31.05.2023 კანონი №2994
- 22.12.2016 კანონი №202
- 27.04.2016 კანონი №5013
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.02.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 2157. სასამართლოსთვის ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელით მიმართვა 1. ქონებრივი ზიანის ან/და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნით ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელით სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს იმ პირს, რომლის მიმართაც არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ – კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილდადგინდა იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა. 2. პირი ან მისი წარმომადგენელი ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს წარუდგენს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კომიტეტის გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის ვადაში. 3. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს უნდა ერთოდეს: ა) პირის მიმართ კონვენციის დარღვევის ან/და სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გადახდის თაობაზე კომიტეტის გადაწყვეტილების ასლი; ბ) პირის წარმომადგენლის მიერ სარჩელის წარდგენისას − წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 39(46), 06/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება