თავი VII — 13. ადმინისტრაციული სამართალწარმოება „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობით იზოლაციასთან დაკავშირებით
1. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანება/დადგენილება შეიძლება სააპელაციო სასამართლოში ამ მუხლით დადგენილი წესით გაასაჩივრონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისმა ადგილობრივმა ერთეულმა, აგრეთვე პაციენტმა, მისმა ადვოკატმა, მშობელმა ან სხვა კანონიერმა წარმომადგენელმა.
2. მოსამართლის ბრძანების/დადგენილების გაუქმების შესახებ საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების/დადგენილების გამომცემ/გამომტან სასამართლოში მხარისთვის ბრძანების/დადგენილების ასლის გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული საქმის მასალების ასლები მეორე მხარესაც ეგზავნება.
3. მოსამართლის ბრძანების/დადგენილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს ამ ბრძანების/დადგენილების მოქმედებას.
4. საჩივარს სააპელაციო სასამართლო განიხილავს არსებითად, საჩივრის შეტანიდან 1 კვირის ვადაში, ამ კოდექსის 2154 მუხლით დადგენილი წესით. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით საკუთარი ინიციატივით ან მხარის მოთხოვნით დანიშნოს დამატებითი ექსპერტიზა. თუ ეს ექსპერტიზა დანიშნულია სასამართლოს ინიციატივით, იგი ტარდება სახელმწიფოს ხარჯზე. მხარის მოთხოვნით დანიშნული ექსპერტიზა ტარდება ამ მხარის ხარჯზე.
5. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ მოსამართლის ბრძანებას აუქმებს ბრძანებით, ხოლო გასაჩივრებულ მოსამართლის დადგენილებას – დადგენილებით.
6. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება/დადგენილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
საქართველოს 2015 წლის
დეკემბრის კანონი
№4630
- ვებგვერდი, 23.12.2015წ.
საქართველოს
2018
წლის
მარტის
კანონი
№
2036
-
ვებგვერდი
,29.03.2018
წ
.
თავი VII14. ადმინისტრაციული სამართალწარმოება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სახელშეკრულებო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით
საქართველოს 2016 წლის 27
აპრილის კანონი
№
5013
- ვებგვერდი, 13.05.2016
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.04.2016-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 27.04.2016 კანონი №5013
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 2156. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების/დადგენილების გასაჩივრება 1. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანება/დადგენილება შეიძლება სააპელაციო სასამართლოში ამ მუხლით დადგენილი წესით გაასაჩივრონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისმა ადგილობრივმა ერთეულმა, აგრეთვე პაციენტმა, მისმა ადვოკატმა, მშობელმა ან სხვა კანონიერმა წარმომადგენელმა. 2. მოსამართლის ბრძანების/დადგენილების გაუქმების შესახებ საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების/დადგენილების გამომცემ/გამომტან სასამართლოში მხარისთვის ბრძანების/დადგენილების ასლის გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული საქმის მასალების ასლები მეორე მხარესაც ეგზავნება. 3. მოსამართლის ბრძანების/დადგენილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს ამ ბრძანების/დადგენილების მოქმედებას. 4. საჩივარს სააპელაციო სასამართლო განიხილავს არსებითად, საჩივრის შეტანიდან 1 კვირის ვადაში, ამ კოდექსის 2154 მუხლით დადგენილი წესით. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით საკუთარი ინიციატივით ან მხარის მოთხოვნით დანიშნოს დამატებითი ექსპერტიზა. თუ ეს ექსპერტიზა დანიშნულია სასამართლოს ინიციატივით, იგი ტარდება სახელმწიფოს ხარჯზე. მხარის მოთხოვნით დანიშნული ექსპერტიზა ტარდება ამ მხარის ხარჯზე. 5. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ მოსამართლის ბრძანებას აუქმებს ბრძანებით, ხოლო გასაჩივრებულ მოსამართლის დადგენილებას – დადგენილებით. 6. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება/დადგენილება საბოლოოა და არ საჩივრდება. საქართველოს 20182015 წლის 7დეკემბრის კანონი №4630 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2018 წლის მარტის კანონი № 2036 - ვებგვერდი , 29.03.2018 წ . თავი VII14. ადმინისტრაციული სამართალწარმოება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სახელშეკრულებო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 39(46), 06/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება