არანებაყოფლობითი იზოლაციისას პაციენტს უფლება აქვს:

ა) უზრუნველყოფილ იქნეს საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენის საშუალებებით, ტანსაცმლითა და სამედიცინო მომსახურებით;

ბ) ტუბერკულოზის კონტროლის მოთხოვნათა დაცვით, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ტერიტორიაზე, რომელშიც ხორციელდება მისი არანებაყოფლობითი იზოლაცია, შეხვდეს ოჯახის წევრს და ადვოკატს, აგრეთვე აღნიშნული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით – სხვა პირს;

გ) ამ კანონის მე-15 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არანებაყოფლობითი იზოლაციის შეწყვეტის შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს;

დ) მიიღოს ამანათები და ფულადი გზავნილები;

ე) მიიღოს ინფორმაცია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ისარგებლოს წიგნებით;

ვ) ისარგებლოს ტელეფონით და ინტერნეტით, ჰქონდეს მიმოწერა.

თავი VII

პაციენტის სოციალური დაცვის გარანტიე