1. მინისტრმა 2017 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს ბრძანებები:
ა) ტუბერკულოზის კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის დამტკიცების შესახებ;
ბ) ამ კანონის მე-11 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარების შეთავაზების განხორციელების სპეციალური წერილობითი ფორმის ან/და ამ შეთავაზების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ;
გ) ამ კანონის მე-15 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო კომისიის შექმნის და მისი შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
დ) ამ კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ.
2. სამინისტრომ 2017 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს ტუბერკულოზის კონტროლის საერთაშორისო დონეზე აღიარებული ნორმების შესაბამისი ტუბერკულოზის კონტროლის გრძელვადიანი ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
3. მინისტრმა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა 2017 წლის 1 იანვრამდე გამოსცენ ერთობლივი ბრძანება პენიტენციურ დაწესებულებაში ტუბერკულოზის კონტროლთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ.
4. საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 1 მარტამდე დადგენილებით განსაზღვროს ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფულადი წახალისების ოდენობა და გაცემის წესი.
დასკვნითი დებულება