თავი VII — 14. ადმინისტრაციული სამართალწარმოება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სახელშეკრულებო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით
1. ამ თავით გათვალისწინებული სამართალწარმოებისას მოპასუხეა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
2. ფულადი კომპენსაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას რაიონული (საქალაქო) სასამართლო იღებს პირის მიმართ კონვენციით განსაზღვრული ადამიანის უფლებების დარღვევის სიმძიმისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით.
3. ამ თავით გათვალისწინებული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილება. ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით, სასამართლო აღნიშნულ საქმეს ზეპირი მოსმენით განიხილავს. ამ თავით გათვალისწინებული საქმე განიხილება საქმის განხილვისათვის საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ საერთო ვადაში და დადგენილი წესით.
4. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში.
5. სააპელაციო საჩივარი წარედგინება გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს, რომელიც მას თანდართულ მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სააპელაციო სასამართლოს.
6. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (განჩინება) საბოლოოა და არ საჩივრდება.
საქართველოს 2016 წლის 27
აპრილის კანონი
№
5013
- ვებგვერდი, 13.05.2016წ.
თავი VII15. ადმინისტრაციული სამართალწარმოება შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისათვის სამუშაო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით
საქართველოს 2018 წლის 7
მარტის კანონი
№
2050
- ვებგვერდი, 21.03.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3095
–
ვებგვერდი, 11.07.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.07.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 05.07.2018 კანონი №3095
- 07.03.2018 კანონი №2050
- 27.04.2016 კანონი №5013
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (31.05.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 2160. ფულადი კომპენსაციის გაცემის საკითხის გადაწყვეტის წესი 1. ამ თავით გათვალისწინებული სამართალწარმოებისას მოპასუხეა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 2. ფულადი კომპენსაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას რაიონული (საქალაქო) სასამართლო იღებს პირის მიმართ კონვენციით განსაზღვრული ადამიანის უფლებების დარღვევის სიმძიმისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით. 3. ამ თავით გათვალისწინებული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილება. ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით, სასამართლო აღნიშნულ საქმეს ზეპირი მოსმენით განიხილავს. ამ თავით გათვალისწინებული საქმე განიხილება საქმის განხილვისათვის საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ საერთო ვადაში და დადგენილი წესით. 4. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. 5. სააპელაციო საჩივარი წარედგინება გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს, რომელიც მას თანდართულ მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სააპელაციო სასამართლოს. 6. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. 7. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (განჩინება) საბოლოოა და არ საჩივრდება. საქართველოსთავი 2016VII15. წლისადმინისტრაციული 27სამართალწარმოება აპრილისშრომის კანონიუსაფრთხოების ნორმების დარღვევისათვის სამუშაო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 39(46), 06/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება