თავი IV — გადამდებ დაავადებათა გამოვლენა, პირის იზოლაცია და კარანტინში მოთავსება
1. სურსათით გამოწვეული დაავადებების კონტროლისათვის დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ ინფორმირებისა და ეპიდემიური აფეთქების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების კოორდინაციის წესები განისაზღვრება ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესით.
2. სურსათით გამოწვეული დაავადებების პრევენციის კომპლექსურ ღონისძიებათა დაგეგმვისა და გატარების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დადგენილი წესის შესაბამისად, რეგულარულად აწვდის სამინისტროს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სახელმწიფო ზედამხედველობის შედეგებსა და მონაცემებს.
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემრის კანონი №1920-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.230
საქართველოს 2015 წლის 1 აპრილის კანონი №3417 - ვებგვერდი, 14,04,2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7
დეკემბრის
კანონი №1691
–
ვებგვერდი, 14.12.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 07.12.2017-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 07.12.2017 კანონი №1691
წინა რედაქცია (12.07.2007 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 14. სურსათით გამოწვეული დაავადებების კონტროლი 1. სურსათით გამოწვეული დაავადებების კონტროლის მიზნით საქართველოს მთავრობა ადგენს სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ ურთიერთინფორმირებისა და ეპიდემიური აფეთქების სალიკვიდაციო ღონისძიებების გატანხორციელების კოორდინაციის წესები განისაზღვრება ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესით. 2. სურსათით გამოწვეული დაავადებების პრევენციის კომპლექსურ ღონისძიებათა დაგეგმვისა და გატარების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, რეგულარულად აწვდის სამინისტროს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სახელმწიფო ზედამხედველობის შედეგებსა და მონაცემებს. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემრის კანონი №1920-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.230 საქართველოს 2015 წლის 1 აპრილის კანონი №3417 - ვებგვერდი, 14,04,2015წ.