ა) პრევენციული ღონისძიებების უზრუნველყოფა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით;
ბ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციების მკაფიოდ გამიჯვნა და მათი მჭიდრო საინფორმაციო კოორდინაცია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვისა და აღსრულების დროს;
გ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებების მკაფიოდ გამიჯვნა;
დ) საზოგადო ებრივი ჯანმრთელობის დაცვა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ასევე საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვით.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6890 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (14.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 4. კანონის ძირითადი პრინციპები ამ კანონის ძირითადი პრინციპებია: ა) პრევენციული ღონისძიებების უზრუნველყოფა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით; ბ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციების მკაფიოდ გამიჯვნა და მათი მჭიდრო საინფორმაციო კოორდინაცია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვისა და აღსრულების დროს; გ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში ცენტრალურისახელმწიფო დახელისუფლების ადგილობრივიორგანოებისა თვითმმართველობისდა ორგანოებისმუნიციპალიტეტების უფლებამოსილებების მკაფიოდ გამიჯვნა; დ) საზოგადოებრივისაზოგადო ებრივი ჯანმრთელობის დაცვა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ასევე საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვით. თავი II. მოსახლეობისა და იურიდიულ პირთა უფლება-მოვალეობები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-780(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.02.2025
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებით დამტკიცებული „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ მე-20 დანართის (ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა) მე-4 და მე-5 მუხლებით დეტალურად განსაზღვრულია დაფინანსების მეთოდოლოგია, ანაზღაურების წესი და პროგრამის განხორციელების მექანიზმები, სადაც გაწერილია შესაბამისი ასანაზღაურებელი ტარიფები და ანაზღაურების წესი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“, მუხლი 4, №5069, 27.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 470.000.000.05.001.002.920 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/21784/muxli-4/