1. სხვა ქვეყნიდან შესაბამისი სახეობებისა ან კატეგორიების ცხოველთა ან საინკუბაციო კვერცხის იპორტის განსახორციელებლად, აღნიშნული ქვეყანა შეტანილი უნდა იქნეს  ავტორიზებული ქვეყნების სიაში. სხვა ქვეყნების სიაში შეტანა ან დატოვება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ექვემდებარება მათ მიერ სააგენტოსთვის ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროგრამის ეკვივალენტური პროგრამის წარდგენას და შეთანხმებას. პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს ქვეყნის მიერ შემოთავაზებულ გარანტიებს, რაც უკავშირდება ზოონონებისა და ზოონოზური აგენტების ინსპექტირებასა და კონტროლს. ეს გარანტიები უნდა იყოს სულ მცირე ეკვივალენტური ამ წესით გათვალისწინებული გარანტიებისა. სააგენტო მჭიდროდ უნდა იყოს ჩართული მონიტორინგის განხორციელების პროცესში, რათა გადაამოწმონ კონტროლის ექვივალენტური პროგრამების არსებობა სხვა ქვეყანაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კონტროლის პროგრამების შეთანხმება ხორციელდება სააგენტოს მიერ იმ პირობით, რომ პროგრამის ფარგლებში აღწერილი ღონისძიებები ეკვივალენტურია ეროვნულ წესებთან და მოთხოვნებთან და ობიექტურად დასაბუთებულია. ალტერნატიული გარანტიები, ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების სანაცვლოდ, შესაძლებელია დაშვებული იქნას ამ წესით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, იმ პირობით, რომ ეს უკანასკნელი უფრო მეტად მკაცრია, ვიდრე საქართველოში  ვაჭრობის მარეგულირებელი ნორმები.

3. სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც რეგულარულად ახორციელებენ ექსპორტს საქართველოში, ამ წესის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეთანხმების ვადები ვრცელდება სააგენტოსთვის პროგრამების წარდგენასას. სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც ამყარებენ ან აღადგენენ ვაჭრობას გამოიყენება ამ წესის მე-6 მულით განსაზღვრული ვადები.

4. ცოცხალი ცხოველის ან საინკუბაციო კვერცხის იმპორტის განხორციელებამდე მათი წარმოშობის გუნდი ან კოლტი  უნდა იქნას გამოკვლეული ექსპორტიორ ქვეყანაში ამ წესის დანართში N1 ჩამოთვლილ ზოოზონებსა და ზოოზონურ აგენტებზე, რომლის შედეგები და გამოკვლევის ჩატარების თარიღი ასახული უნდა იქნეს  იმპორტის შესაბამის სერტიფიკატში  ან,  საჭიროების შემთხვევაში, მიღწეული უნდა იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამიზნის ეკვივალენტური გარანტიები.

დანართი N1

სპეციფიური ზოონონებისა და ზოონოზური აგენტების პრევალენტობის შესამცირებლად ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დასადგენი სამიზნეები

ზოონონები ან ზოონოზური აგენტები

ცხოველთა

პოპულაცია

სასურსთო ჯაჭვის ეტაპი

საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის მნიშვნელოვანი სალმონელას ყველა სეროტიპი

ბანკივური ქათმის (Gallus gallus - ის) სანაშენე გუნდი

პირველადი წარმოება

საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის მნიშვნელოვანი სალმონელას ყველა სეროტიპი

კვერცხმდებლები

პირველადი წარმოება

საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის მნიშვნელოვანი სალმონელას ყველა სეროტიპი

ბროილერები

პირველადი წარმოება

საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის მნიშვნელოვანი სალმონელას ყველა სეროტიპი

ინდაურები

პირველადი წარმოება

საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის მნიშვნელოვანი სალმონელას ყველა სეროტიპი

დასაკლავი ღორების კოლტი

დაკვლა

საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის მნიშვნელოვანი სალმონელას ყველა სეროტიპი

სანაშენე ღორების

კოლტი

პირველადი წარმოება

დანართი N2

დანართი N1-ით განსაზღვრული ზოონოზებისა და ზოონოზური აგენტების სახელმწიფო კონტრო