1. ამ მუხლის მე-3-მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებები უნდა იქნას გატარებული იმ შემთხვევაში, როცა ამ წესის დანართით N5 „ბანკივური ქათმის (Gallus gallus) ახალგაზრდა სანაშენე გუნდში სალმონელას შესაბამისი სეროტიპების შემცირებასთან დაკავშირებული“ და დანართით N6 „ინდაურის გუნდში salmonella Enteritidis და salmonella typhimurium-ის შემცირებასთან დაკავშირებული ქვეყნის სამიზნეს მიღწევის დასადასტურებელი გამოკვლევის სქემა“ განსაზღვრული ტესტირების სქემის ან ამ დანართის მე-2 მუხლის შესაბამისად აღებული ნიმუშების გამოკვლევა მიუთითებს, რომ გამოვლენილია Salmonella Enteritidis ან Salmonella Typhimurium Gallus gallus-ის ან ინდაურის გუნდში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით.

2. თუ სააგენტომ დაამტკიცა ამ დანართის მე-2 მუხლის შესაბამისად აღებული ნიმუშების გამოკვლევის მეთოდები, მან შესაძლებელია მოითხოვოს ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება თუ ასეთი გამოკვლევებით გამოვლინდა Salmonella Enteritidis ან Salmonella Typhimurium არსებობა. სხვა შემთხვევაში ამ მუხლის მე-3 დან მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებები უნდა იქნას გატარებული, როდესაც სააგენტო ადასტურებს Salmonella Enteritidis ან Salmonella Typhimurium საეჭვო არსებობას, რომელიც დგინდება ამ დანართის მე-2 მუხლის შესაბამისად აღებული ნიმუშების გამოკვლევით.

3. არასაინკუბაციო (სასურსათო) კვერცხი გუნდიდან ექვემდებარება განადგურებას. თუმცა, ასეთი კვერცხი შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, იმ შემთხვევაში თუ Salmonella Enteritidis ან Salmonella Typhimurium ელიმინაცია უზრუნველყოფილია სურსათის ჰიგიენასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. გუნდში შემავალი ყველა ფრინველი, მათ შორის ერთ დღიანი წიწილა, უნდა იქნას დაკლული ან განადგურებული რამდენადაც შესაძლებელია სალმონელას გავრცელების რისკის პრევენციისთვის. დაკვლა უნდა მოხდეს სურსათის ჰიგიენასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მსგავსი ფრინველიდან წარმოებული პროდუქტის ბაზარზე განთავსება ხორციელდება სურსათის ჰიგიენასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის და საჭიროების შემთხვევაში, ამ დანართის მე-5 მუხლის შესაბამისად. იმ შემთხვევაში თუ პროდუქტი არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, ეს უკანასკნელი უნდა დაექვემდებაროს განკარგვას ,,ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის N605 დადგენილების შესაბამისად.

5. Salmonella Enteritidis ან Salmonella Typhimurium-ით დაინფიცირებული გუნდიდან მიღებული კვერცხი, რომელიც არის ინკუბატორში, უნდა იქნას განადგურებული ან დამუშავებული ,,ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის N605 დადგენილების შესაბამისად.

6. ამ მუხლში ყველა მითითება, რომელიც ეხება ,,Salmonella Typhimurium“-ს აგრეთვე მოიცავს Salmonella Typhimurium-ის მონოფაზას, ანტიგენური ფორმულით ► 1,4,[5],12:i:-