1. სალმონელას ცოცხალი ვაქცინა არ უნდა იქნას გამოყენებული სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, სადაც მწარმოებელის მიერ არ არის შემოთავაზებული შესაბამისი მეთოდი ბაქტერიოლოგიურად განასხვავოს სალმონელას სავაქცინე შტამი საველე ტიპის შტამებდან.

2. სალმონელას ცოცხალი ვაქცინა არ უნდა იქნას გამოყენებული სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, კვერცხმდებელი ქათმის შემთხვევაში, კვერცხდების პერიოდში, სანამ არ იქნება დემონსტრირებული გამოყენების უსაფრთხოება და არ იქნება რეგისტრირებული აღნიშნული მიზნისათვის „ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაციის, წარმოების ავტორიზაციისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 თებერვლის N112 დადგენილების შესაბამისად.

3. Salmonella enteritidis-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამები, რომელიც ამცირებს გავრცელებას (გამოყოფას) და კვერცხის დაბინძურებას (კონტამინაციას), გამოყენებული უნდა იქნეს ყველა კვერცხმდებელი ქათამის გამოზრდისას მანამ, სანამ დემონსტრირებული არ იქნება, რომ პრევალენტობა 10%-ზე ნაკლებია, საბაზისო შესწავლის (Salmonella spp-ის პრევალენტობის კვლევა ერთი წლის განმავლობაში ბანკივური ქათმის (Gallus gallus) კვერცხმდებელ გუნდში, სასურსათო (სუფრის) კვერცხის წარმოებისას კვერცხდების ბოლო პერიოდში) შესაბამისად ან ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამიზნების შესაბამისად განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებიდან გამონაკლისი წესდება თუ:

ა) სააგენტო ეფექტურად მიიჩნევს სადგომში, სადაც ხდება გამოზრდა და კვერცხის წარმოება, გატარებულ პრევენციულ ზომებს;

ბ) დემონსტრირებული იქნა სადგომში, სადაც ხდება გამოზრდა და კვერცხის წარმოება, Salmonella enteritidis-ის არარსებობა, 12 თვის განმავლობაში, ცხოველთა შეყვანამდე.

დანართი N5

ბანკივური ქათმის (Gallus gallus) ახალგაზრდა სანაშენე გუნდში სალმონელას შესაბამისი სეროტიპების შემცირებასთან დაკავშირებული  ქვეყნის სამიზნეს მიღწევის დასადგენი გამოკვლევის სქე