1. კვერცხი არ უნდა იქნას ადამიანის მიერ პირდაპირი მოხმარებისათვის გამოყენებული, როგორც სასურსათო (სუფრის) კვერცხი თუ ის არ არის წარმოშობილი კომერციული კვერცხმდებელი გუნდიდან, რომელიც დაექვემდებარა ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად შედგენილ სახელმწიფო კონტროლის პროგრამას და მასზე არ ვრცელდება ოფიციალური შეზღუდვა.
2. უცნობი ჯანმრთელობის სტატუსის მქონე გუნდიდან წარმოშობილი კვერცხი, რომელიც საეჭვოა დაინფიცირებაზე ან დაინფიცირებულია სალმონელას სეროტიპებით, რომლებზეც დაწესებულია შემცირების სამიზნეები ან რომელიც იდენტიფიცირებული იქნა, როგორც ინფექციის წყარო ადამიანში სპეციფიური საკვებისმიერი აფეთქებისა, შესაძლებელია გამოყენებული იქნას ადამიანის მიერ მოხმარებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაექვემდებარა დამუშავების ისეთ მეთოდს, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი სალმონელას სეროტიპების განადგურებას.
3. უცნობი ჯანმრთელობის სტატუსის მქონე გუნდიდან წარმოშობილი კვერცხი, რომელიც საეჭვოა დაინფიცირებაზე ან დაინფიცირებულია სალმონელას სეროტიპებით, რომლებზეც დაწესებულია შემცირების სამიზნეები ან რომელიც იდენტიფიცირებული იქნა, როგორც ინფექციის წყარო ადამიანში სპეციფიური საკვებისმიერი აფეთქებისა, უნდა იყოს:
ა) მიჩნეული, როგორც კლასი ,,ბ“, ამ დანართის მე-6 მუხლის პირველი-მე-2 პუნქტების შესაბამისად;
ბ) ბაზარზე განთავსებამდე ამ დანართის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მარკირებული, რითაც ნათლად განასხვავდება ,,ა“ კლასის კვერცხიდან;
გ) შემფუთავ ცენტრებთან აკრძალული წვდომა, ვიდრე სააგენტო არ იქნება კმაყოფილი იმ ღონისძიებებით, რომელიც იძლევა კვერცხის შესაძლო ჯვარედინი დაბინძურების პრევენციის საშუალებას სხვა გუნდიდან.
4. როდესაც დაინფიცირებული გუნდიდან მოხდება ფრინველების დაკვლა ან განადგურება, უნდა იქნას გადადგმული ნაბიჯები ზოონოზების გავრცელების რისკის მაქსიმალურად შესამცირებლად. დაკვლა უნდა მოხდეს სურსათის ჰიგიენასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთი გუნდიდან წარმოებული პროდუქტის გამოყენება ადამიანის მიერ მოხმარებისთვის დასაშვებია მხოლოდ ჰიგიენასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის დაცვით, საჭიროების შემთხვევაში, ამ დანართის მე-5 მუხლის შესაბამისად. თუ არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, მაშინ ასეთი პროდუქტები უნდა იქნეს გამოყენებული ან განკარგული ,,ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის N605 დადგენილების შესაბამისად.
5. საწყისი ცრუ-დადებითი შედეგების გამორიცხვის მიზნით, სააგენტომ შეიძლება გააუქმოს ამ მუხლის მე-2-მე-3 პუნქტებით განსაზღვრული შეზღუდვები:
ა) როდესაც კვერცხმდებელი ფრინველის გუნდი არ წარმოადგენს ადამიანისათვის ინფექციის წყაროს მათი კვერცხის ან კვერცხის პროდუქტების მოხმარებისას „ზოონოზისა და ზოონოზური აგენტის მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ“ მე-8 მუხლის შესაბამისად საკვებისმიერი აფეთქების ეპიდემიოლოგიური მოკვლევით;
ბ) იქ, სადაც გუნდი ექვემდებარება ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად შედგენილ სახელმწიფო კონტროლის პროგრამას და სალმონელას სეროტიპები, რომლებზეც შემცირების სამიზნეებია დაწესებული, არ არის დადასტურებული სააგენტოს მიერ განხორციელებული ნიმუშის აღების შემდეგი პროტოკოლით:
ბ.ა) ტექნიკური სპეციფიკაციებით (შვიდი ნიმუშით); თუმცა, 25 გრამის ქვენიმუში უნდა იქნას შეგროვებული თითოეული ფეკალური მასალიდან და მტვრის ნიმუშიდან გამოკვლევისათვის; ყველა ნიმუში უნდა იქნას გამოკვლეული ცალ-ცალკე;
ბ.ბ) ან 300 ფრინველში ბრმა ნაწლავისა და კვერცხსავალის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა;
ბ.გ) ან თითოეული გუნდიდან 4 000 კვერცხის ნაჭუჭისა და შემცველობის ბაქტერიოლოგიური კვლევა, მაქსიმუმ 40 კვერცხიანი გაერთიანებული ნიმუშიდან.
6. გარდა ამისა, ამ მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნიმუშების აღებისას, სააგენტო ადასტურებს ანტიმიკრობული საშუალებების არ გამოყენებას, რაც პოტენციურად გავლენას ახდენს ნიმუშების გამოკვლევის შედეგებზ