1. ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი კონტროლის პროგრამის დამტკიცების შემდეგ, სურსათის ბიზნესოპერატორს უნდა ჰქონდეს აღებული და გამოკვლეული ნიმუშები, რათა მოახდინო ამ წესის დანართი N1-ით განსაზღვრული ზოონოზებისა და ზოონოზური აგენტების გამოკვლევა, მოცემულ ცხრილში გაწერილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
ზოონოზები და ზოონოზური აგენტები
ცხოველთა პოპულაცია
წარმოების ეტაპი, რომელზეც აღებული უნდა იქნეს ნიმუშები
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელობის სალმონელას ყველა სეროტიპი
ბანკივური ქათმის (Gallus gallus - ის) სანაშენე გუნდი
მოზარდი ფრინველის გუნდი
ერთდღიანი წიწილები
ოთხი კვირის ფრინველი
ვარიკა კვერცხდების ფაზამდე ან კვერცხდების ერთეულში გადასვლამდე ორი კვირით ადრე
ზრდასრული სანაშენე ფრინველის გუნდი
ყოველ მეორე კვირას კვერცხდების პერიოდში
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელობის სალმონელას ყველა სეროტიპი
კვერცმდებლები:
მოზარდი ფრინველის გუნდი
ერთიდღიანი წიწილები
კვერცხდების ფაზამდე ან კვერცხდების ერთეულში გადასვლამდე ორი კვირით ადრე
კვერცხმდებელი ფრინველის გუნდი
ყოველ 15 კვირაში კვერცხდების ფაზაში
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელობის სალმონელას ყველა სეროტიპი
ბროილერები
ფრინველები, რომლებიც გადაჰყავთ დასაკლავად (*)
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელობის
სალმონელას ყველა სეროტიპი
ინდაურები
ფრინველები, რომლებიც გადაჰყავთ დასაკლავად (*)
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელობის სალმონელას ყველა სეროტიპი
ღორის კოლტი:
სანაშენე ღორი
დასაკლავი ღორი
ცხოველები, რომლებიც გადაჰყავთ დასაკლავად ან ტანხორცი სასაკლაოზე
ცხოველები, რომლებიც გადაჰყავთ დასაკლავად ან ტანხორცი სასაკლაოზე
(*) ნიმუშის გამოკვლევის შედეგები ცნობილი უნდა იქნას ცხოველების სასაკლაოში გამგზავრებამდე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას დაკვლისწინა შემოწმების შესახებ.
3. გამოკვლევის შედეგები უნდა იქნას ჩაწერილი, შემდეგი ინფორმაციასთან ერთად:
ა) ნიმუშის აღების თარიღი და ადგილი;
ბ) გუნდის/ჯოგის იდენტიფიკაცია.
4. იმ შემთხვევაში, თუ ცხოველი არის ვაქცინირებული არ შეიძლება იმუნოლოგიური გამოკვლევის ჩატარება, ვიდრე არ იქნება მტკიცებულება, რომ გამოყენებული ვაქცინა არ ერთვება გამოყენებული გამოკვლევის მეთოდში (არ აისახება გამოკვლევის შედეგზე