1. სახელმწიფო კონტროლის პროგრამის წარდგენიდან, სამინისტროს აქვს 2 თვიანი ვადა შესაბამისი და საჭირო ინფორმაციის მოთხოვნისათვის. სააგენტომ უნდა წარადგინოს მოთხოვნილი ინფორმაცია მოთხოვნის მიღებიდან 2 თვეში. სამინისტრომ, მოთხოვნილი ინფორმაციის მიღებიდან 2 თვის ვადაში, ან თუ არ ითხოვს დამატებით ინფორმაციას, სახელმწიფო კონტროლის პროგრამის დასამტკიცებლად წარდგენიდან 6 თვეში უნდა დაადგინოს შეესაბამება თუ არა შესაბამის ნორმატიულ აქტებს, მათ შორის, განსაკუთრებით, ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2. სახელმწიფო კონტროლის პროგრამაში დასაშვებია შესწორებების შეტანა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის განვითარების შეფასებიდან გამომდინარე, კერძოდ, ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შედეგების გათვალისწინები