1. სურსათისა და ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორებს ან ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც წარმოადგენენ ასეთ ბიზნესოპერატორებს, შეუძლიათ შეიმუშაონ კონტროლის პროგრამები, რომლებიც შეძლებისდაგვარად დაფარავენ წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპს.

2. სურსათისა და ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორებს ან მათ წარმომადგენელ ორგანიზაციებს სურვილი აქვთ გახდნენ სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ნაწილი, უნდა წარუდგინონ თავიანთი კონტროლის პროგრამები და მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება, სააგენტოს შესათანხმებლად.

3. სააგენტომ შეიძლება შეითანხმოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი კონტროლის პროგრამები, თუ შეესაბამება ამ წესის დანართი N2 განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნებს და შესაბამისი სახელმწიფო კონტროლის პროგრამის მიზნებს.

4. სააგენტომ უნდა აწარმოოს სურსათისა და ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორების ან მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების შეთანხმებული კონტროლის პროგრამების განახლებული სიები.

5. სურსათისა და ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორები ან მათი წარმომადგენელი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან სააგენტოს რეგულარულად მიაწოდონ ინფორმაცია  მათი კონტროლის პროგრამების შედეგებთან დაკავშირები