1. „სალმონელასა და სხვა სპეციფიური საკვებისმიერი ზოონოზური აგენტების კონტროლის წესის“ (შემდგომში – წესი) მიზანია უზრუნველყოს შესაბამისი და ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება სალმონელასა და სხვა ზოონოზური აგენტების გამოსავლენად და კონტროლისთვის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის შესაბამის ეტაპებზე, განსაკუთრებით პირველადი წარმოების ეტაპზე, მათ შორის ცხოველის საკვებში, მათი პრევალენტობისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკის შესამცირებლად.
2. ეს წესი ადგენს:
ა) ცხოველთა პოპულაციაში სპეციფიკური ზოონოზების პრევალენტობის შესამცირებლად სამიზნეებს:
ა.ა) პირველადი წარმოების დონეზე;
ა.ბ) საჭიროების შემთხვევაში, სათანადო ზოონოზების ან ზოონოზური აგენტისათვის, სასურსათო ჯაჭვის სხვა ეტაპებზე, მათ შორის ცხოველის საკვებში და სურსათში;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორების მიერ დადგენილი სპეციალური კონტროლის პროგრამების დამტკიცებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს;
გ) ზოგიერთი ცხოველებითა და მათგან მიღებული პროდუქტების სხვა ქვეყნებიდან ვაჭრობისა და იმპორტის შესახებ წესებს.
3. ეს წესი არ ვრცელდება პირველად წარმოებაზე:
ა) პირადი მოხმარებისას;
ბ) რომელიც ხორციელდება პირველადი წარმოების ბიზნესოპერატორის მიერ, რომელსაც ,,სურსათის/ცხოველის საკვების, უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ შესაბამისად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და ახორციელებს პირდაპირ მიწოდებას ადგილობრივ დონეზე საბოლოო მომხმარებელისათვის ან ადგილობრივი საცალო ვაჭრობის პუნქტისათვის, რომლებიც უშუალოდ ამარაგებენ საბოლოო მომხმარებელს.
4. ეს წესი გამოიყენება ცხოველის ჯანმრთელობის, ცხოველის კვების, სურსათის ჰიგიენის, ადამიანზე გადამდები დაავადებების, სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების, გენური ტექნოლოგიის და გადამდები ღრუბლისებრი ენცეფალოპათიების შესახებ სპეციფიური მოთხოვნების შეუზღუდავად.
5. ამ წესით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებს სააგენტო.
6. ამ წესით გათვალისწინებულ სალმონელას სეროტიპირებას და შტამების შენახვას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორი