1. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ჯოგი – ცხოველი ან ცხოველთა ჯგუფი, რომელიც განთავსებულია სადგომში, როგორც ეპიდემიოლოგიური ერთეული;

ბ) გუნდი – ერთიდაიგივე ჯანმრთელობის სტატუსის მქონე ფრინველი, რომელიც განთავსებულია იმავე შენობაში ან ერთსა და იმავე შემოღობილ არეალში და წარმოადგენს ერთ ეპიდემიოლოგიურ ერთეულს; საფრინველეში გამოზრდილი ფრინველის შემთხვევაში, ყველა ფრინველი იზიარებს ერთიდაიგივე საჰაერო სივრცეს.

2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსითა და ,,ზოონოზისა და ზოონოზური აგენტის მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 ივლისის N323 დადგენილებით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილ