სახელმწიფო კონტროლის პროგრამამ უნდა გაითვალისწინოს ზოონოზებისა და/ან ზოონოზური აგენტების ხასიათი და კონკრეტული სიტუაცია ქვეყანაში. სახელმწიფო კონტროლის პროგრამა უნდა:

ა) მოიცავდეს სახელმწიფო კონტროლის პროგრამის მიზანს, ზოონოზური და ზოონოზური აგენტების მნიშვნელობის გათვალისწინებით;

ბ) შეესაბამებოდეს ამ დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრულ მინიმალურ მოთხოვნებს;

გ) საჭიროების შემთხვევაში, შეესაბამებოდეს ამ დანართის მე-3 და მე-5 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

დ) მოიცავდეს შემდეგ საკითხებს, ზოგადად:

დ.ა) ქვეყანაში ,,ზოონოზისა და ზოონოზური აგენტის მონიტორინგის წესის“ მე-4 მუხლის შესაბამისად მონიტორინგის ფარგლებში მიღებული შედეგების მიხედვით ზოონოზებისა და ზოონოზური აგენტების შემთხვევებს;

დ.ბ) გეოგრაფიულ არეალს ან, სადაც საჭიროა, ეპიდემიოლოგიური ერთეულს, რომელშიც პროგრამა უნდა განხორციელდეს;

დ.გ) სააგენტოს სტრუქტურასა და ორგანიზაციას;

დ.დ) ლაბორატორიებს, სადაც შეგროვებული ნიმუშები პროგრამის ფარგლებში გამოიკვლევა;

დ.ე) ზოონონების ან ზოონოზური აგენტების გამოკვლევისათვის გამოყენებულ მეთოდებს;

დ.ვ) სახელმწიფო კონტროლს (მათ შორის ნიმუშის აღების სქემები) ცხოველის საკვების, ფრინველის გუნდის და/ან ჯოგის დონეზე;

დ.ზ) სახელმწიფო კონტროლს (მათ შორის ნიმუშის აღების სქემები) სასურსათო ჯაჭვის სხვა ეტაპზე;

დ.თ) სააგენტოს მიერ მიღებული ზომებს იმ ცხოველებისა ან პროდუქტების შესახებ, რომელშიც აღმოჩენილი იქნა ზოონოზები ან ზოონოზური აგენტები, კერძოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით და ნებისმიერი პრევენციული ღონისძიებები, როგორიცაა ვაქცინაცია;

დ.ი) შესაბამის კანონმდებლობას, მათ შორის ნებისმიერ მოთხოვნებს, რომლებიც ეხება ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას;

დ.კ) სურსათისა და ცხოველის საკვების ბიზნესისათვის გაწეულ ნებისმიერ ფინანსურ დახმარებას სახელმწიფო კონტროლის პროგრამის კონტექსტში;

ე) მოიცავდეს პროგრამის ფარგლებში სურსათისა და ცხოველის საკვებთან დაკავშირებული საქმიანობის შესახებ შემდეგ საკითხებს:

ე.ა) მოცემული სახეობებისა და მათგან წარმოებული პროდუქტების წარმოების სტრუქტურას;

ე.ბ) ცხოველის საკვების წარმოების სტრუქტურას;

ე.გ) კარგი მეცხოველეობის პრაქტიკის ან სხვა გაიდლაინებს (სავალდებულო ან ნებაყოფლობითი), რომელშიც სულ მცირე განსაზღვრულია:

ე.გ.ა) ჰიგიენის მართვა ფერმაში;

ე.გ.ბ) ცხოველებიდან, ცხოველის საკვებიდან, სასმელი წყლიდან, ფერმაში დასაქმებული თანამშრომლებიდან შემომავალი ინფექციების პრევენციის ღონისძიებები;

ე.გ.გ) ფერმიდან და ფერმაში ცხოველთა ტრანსპორტირების ჰიგიენა;

ე.დ) ფერმის რუტინული ვეტერინარული ზედამხედველობა;

ე.ე) ფერმის რეგისტრაცია;

ე.ვ) ჩანაწერების წარმოება ფერმაში;

ე.ზ) გაგზავნისას ცხოველთა თანმხლები დოკუმენტაცია;

ე.თ) ცხოველთა მიკვლევადობის უზურუნველსაყოფად სხვა შესაბამისი ზომებ