1. „ა“ კლასის კვერცხს უნდა ჰქონდეს შემდეგი ხარისხობრივი მახასიათებლები:

ა) ნაჭუჭი და კუტიკულა (თხელი აპკი): უნდა იყოს ნორმალური ფორმის სუფთა და დაუზიანებელი;

ბ) საჰაერო კამერა: სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 6 მმ-ს, თუმცა ,,უმაღლესი ხარისხის“ კვერცხში - არ უნდა აღემატებოდეს 4 მმ-ს;

გ) კვერცხის გული: სანთლის შუქზე უნდა იყოს ჩრდილის სახით გარჩევადი, მხოლოდ, ნათლად გამოხატული კონტურის გარეშე, კვერცხის ამობრუნებისას უნდა იყოს ოდნავ მოძრავი და იბრუნებდეს თავის ცენტრალურ პოზიციას;

დ) ცილა: მკაფიო, გამჭვირვალე;

ე) ჩანასახი: შეუმჩნეველ განვითარებით ეტაპზე;

ვ) უცხო სხეული: არ არის ნებადართული;

ზ) უცხო სუნი: არ არის ნებადართული.

2. თუ კვერცხი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მახასიათებლებს განეკუთვნება ,,ბ“ კლასის კვერცხს. ,,ა“ კლასის კვერცხი, რომელსაც უკვე აღარ აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მახასიათებლები გადავა უფრო დაბალ კლასში და კლასიფიცირდება ,,ბ“ კლასის კვერცხად.

3. „ბ“ კლასის კვერცხი მარკირებული უნდა იქნას სულ მცირე 5 მმ-ის სიმაღლის ,,ბ” ასოს ირგვლივ არანაკლებ 12 მმ-იანი დიამეტრის მქონე წრეწირით ან ადვილად შესამჩნევი სულ მცირე 5 მმ-იანი დიამეტრის მქონე ფერადი წერტილით.

დანართი N3

საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი სალმონელას ქვეტიპის განსაზღვრის სპეციფიკური კრიტერიუმი

საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი სალმონელას სეროტიპის განსაზღვრისას, რომლისთვისაც გამოიყენება სამიზნეები, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი კრიტერიუმები:

ა) ადამიანის სალმონელოზის დროს ყველაზე ხშირი სალმონელას სეროტიპი  მონიტორინგის სისტემებით შეგროვებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით;

ბ) ინფექციის მარშრუტი (რაც არის, შესაბამის ცხოველთა პოპულაციაში და ცხოველის საკვებში სეროტიპის არსებობა);

გ) ბოლო პერიოდში სეროტიპის გავცრელების სწრაფი შესაძლებლობა და ადამიანსა და ცხოველებში დაავადების გამოწვევა;

დ) ნებისმიერი სეროტიპის გაზრდილი ვირულენტობა, მაგალითად ინვაზიურობა ან ადამიანის ინფექციური დაავადეების შესაბამისი თერაპიისადმი რეზისტენტობა.

დანართი N4

სპეციფიკური კონტროლის მეთოდების გამოყენება ფრინველებში სალმონელას კონტროლისათვის სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებ