1. ბანკივური ქათმის (Gallus gallus) სანაშენე გუნდში ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად salmonella spp. შემცირებისთვის სამიზნედ განისაზღვრა 1%-მდე შემცირება ან ბანკივური ქათმის (Gallus gallus) ახალგაზრდა სანაშენე გუნდში სალმონელას მაქსიმალურ პროცენტულ მაჩვენებელზე ნაკლები, რომელიც დადებითი რჩება Salmonella Enteritidis, Salmonella Infantis, Salmonella Hadar, Salmonella Typhimurium, მათ შორის მონოფაზური Salmonella Typhimurium მიმართ, ანტიგენის ფორმულით ► 1,4,[5],12:i:- ◄, და Salmonella Virchow  მიმართ ( სალმონელას შესაბამისი სეროტიპები).   თუმცა,  100-ზე ნაკლები ბანკივური ქათმის (Gallus gallus) შემცველ ახალგაზრდა სანაშენე გუნდში, ქვეყნის სამიზანე გულისხმობს, რომ არაუმეტეს ერთი ასეთი გუნდი შესაძლოა დადებითი დარჩეს  სალმონელას შესაბამის სეროტიპების მიმართ წლის განმავლობაში.

2.   გამოკვლევის სქემა, რომელიც საჭიროა ქვეყნის მიზნის მიღწევის პროგრესის დასადგენად, მითითებულია ამ დანართის მე-2-მე-15  მუხლებშ