1. თითოეულ სანაშენე გუნდში ყოველი ნიმუშის აღებისას სულ მცირე ერთი ნიმუში უნდა იქნას აღებული.

2. ნიმუშის აღება უნდა მოხდეს გამოჩეკის დღეს, როდესაც ნიმუშები ხელმისაწვდომი იქნება ყველა სანაშენე გუნდიდან.  თუ ეს შეუძლებელია, საჭიროა იმის გარანტია, რომ ნიმუშები შეგროვდეს ყველა გუნდიდან არანაკლებ ამ დანართის მე-3-მე-4 მუხლებით განსაზღვრული სიხშირით.

3. ყველა ინკუბატორიდან ყველა მასალა, რომელიც შორდება გამოჩეკილ წიწილებს ნიმუშის აღების დღეს, შეტანილი უნდა იყოს ნიმუშების პაკეტში პროპორციული გზით.

4. იმ შემთხვევაში, თუ ინკუბატორებში ერთი სანაშენე გუნდის 50 000-ზე მეტი კვერცხია, აღნიშნული გუნდიდან უნდა შეგროვდეს მეორე ნიმუში.

5.   ნიმუში უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგს:

ა)  ნიადაგის ნაწილაკებით დაბინძურებულ ინკუბატორის კალათის  ერთ შედგენილ ნიმუშს, რომელიც აღებულია შემთხვევითი შერჩევით ინკუბატორის ხუთი კალათიდან ან  ადგილიდან ინკუბატორში, სულ მცირე 1მ2 საერთო ფართის ნიმუშის მისაღებად; იმ შემთხვევაში, თუ  სანაშენე გუნდიდან საინკუბაციო კვერცხს უკავია ერთზე მეტი ინკუბატორი, მაშინ შედგენილი ნიმუში აღებულ უნდა იქნას თითოეული ინკუბატორიდან, მაქსიმუმ ხუთ ინკუბატორში;

ბ) ან ერთ ნიმუშს, რომელიც აღებულია ერთი ან რამდენიმე დასველებული ქსოვილის ტამპონით, რომლის საერთო ზედაპირი შეადგენს არანაკლებ 900 სმ2-ს, რომლის აღებაც ხდება დაუყოვნებლივ წიწილების გაყვანის შემდეგ სულ მცირე ხუთი ინკუბატორის კალათის ფსკერის მთლიანი ზედაპირიდან ან ხუთი სხვადასხვა ადგილის მტვერიდან, მათ შორს იმ თითოეული ინკუბატორის იატაკიდან,  სადაც არის მაქსიმუმ ხუთი გამოჩეკილი კვერცხი ერთი გუნდიდან, იმის უზრუნველყოფით, რომ კვერცხის წარმოშობის თითოეულ გუნდში აღებულია სულ მცირე ერთი ნიმუში;

გ) ან ინკუბატორის 25 სხვადასხვა კალათიდან აღებულ 10 გ გატეხილ კვერცხის ნაჭუჭს, კერძოდ, 250 გ თავდაპირველ ნიმუშს, რომელიც აღებულია არაუმეტეს ხუთი ინკუბატორის გუნდიდან გამოჩეკილი კვერცხებიდან,  დატეხილია, შერეულია და მიღებულია 25 გ-იანი ქვე-ნიმუში  ტესტირებისათვის.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ნიმუშის აღების პროცედურები უნდა შესრულდეს სურსათის ბიზნესოპერატორის მიერ და სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში. თუმცა, სავალდებულო არ არის სხვადასხვა გუნდებიდან კვერცხების მქონე ინკუბატორის ჩართვა იმ შემთხვევაში, თუ კვერცხების არანაკლებ 80%  არის სხვა ნიმუშის აღებას დაქვემდებარებული ინკუბატორებიდა