1. ინკუბატორის კალათების შემთხვევაში:

ა) განათავსეთ ნიმუში 1 ლიტრ ბუფერულ პეპტონიან  წყალში (BPW), რომელიც წინასწარ არის შემთბარი ოთახის ტემპერატურაზე და ნაზად შეანჯღრიეთ.

ბ) გააგრძელეთ ნიმუშის კულტივირება ამ დანართის მე-10 მუხლით განსაზღვრული გამოვლენის მეთოდის გამოყენებით.

2. ბახილების და მტვრის ნიმუშების შემთხვევაში:

ა) წყვილი ბახილების/წინდების და მტვრის ნიმუში (ქსოვილის ნაჭერი) ფრთხილად უნდა გაიხსნას, რათა არ მოხდეს მიკრული ექსკრემენტული მასალის მოშორება ან მტვრის მასალის მოცილება და უნდა განთავსდეს 225 მლ  ბუფერულ პეპტონიან წყალში (BPW), რომელიც წინასწარ არის შემთბარი ოთახის ტემპერატურაზე.

ბ) ბახილების/წინდების და ქსოვილის ნაჭერი მთლიანად უნდა ჩაიძიროს  ბუფერულ პეპტონიან წყალში (BPW), იმისათვის რომ შეიქმნას საკმარისი თავისუფალი სითხე ნიმუშის გარშემო ნიმუშიდან სალმონელას გამოსადევნად და აქედან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დაემატოს მეტი ბუფერულ პეპტონიანი  წყალი (BPW).   ცალკე პრეპარატები უნდა მომზადდეს ბახილებისა და ქსოვილის ნაჭრებისგან.

გ) იმ შემთხვევაში, თუ ორ ნიმუშში გაერთიანებულია ხუთი წყვილი ბახილას/წინდის მასალა, თითოეული გაერთიანებული ნიმუში უნდა მოთავსდეს 225 მლ ან საჭიროების შემთხვევაში მეტი მოცულობის ბუფერულ პეპტონიან წყალში (BPW), ნიმუშის მთლიანად ჩაძირისთვის და საკმარისი თავისუფალი სითხის შესაქმნელად ნიმუშის გარშემო ნიმუშიდან სალმონელას გამოსადევნად.

დ) მოურიეთ სანამ სრულად არ გაჯერდება ნიმუში და გააგრძელეთ კულტივირება ამ დანართის მე-10 მუხლით განსაზღვრული გამოვლენის მეთოდის გამოყენებით.

3. ექსკრემენტების სხვა მასალის ნიმუშების შემთხვევაში:

ა) ექსკრემენტების ნიმუშები უნდა გაერთიანდეს და მთლიანად უნდა მოხდეს მათი შერევა და კულტივირებისთვის უნდა შეგროვდეს 25 გ ქვე-ნიმუში;

ბ) 25 გ ქვე-ნიმუში უნდა დაემატოს 225 მლ ბუფერულ-პეპტონიან  წყალს (BPW), რომელიც წინასწარ არის შემთბარი ოთახის ტემპერატურაზე;

გ) ნიმუშის კულტივირება უნდა გაგრძელდეს ამ დანართის მე-10 მუხლით განსაზღვრული გამოვლენის მეთოდის გამოყენებით.

4.  თუ შეთანხმებულია ISO სტანდარტები სალმონელას გამოსავლენად შესაბამისი ნიმუშების მომზადებასთან დაკავშირებით, გამოყენებულ უნდა იქნას ასეთი სტანდარტები და მათ უნდა ჩაანაცვლონ  ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებში მითითებული სტანდარტები ნიმუშის მომზადებასთან დაკავშირებით.

5. ამ დანართის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“  ქვეპუნქტის შესაბამისად  ქსოვილის ნაჭერის ან ერთი წყვილი ბახილებისა და ამ დანართის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“  ქვეპუნქტის შესაბამისად ორი დატენიანებული ქსოვლის ნაჭერის ნიმუშის შეგროვებისას, ნიმუშის გაერთიანება უნდა მოხდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისა