1. სანაშენე გუნდი უნდა ჩაითვალოს დადებითად ქვეყნის სამიზნის მიღწევის განსაზღვრისთვის:

ა) როდესაც გამოვლინდება  სალმონელას შესაბამისი სეროტიპების არსებობა (და არა ვაქცინის შტამები) გუნდში აღებულ ერთ ან მეტ ნიმუშში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სალმონელას შესაბამისი სეროტიპები გამოვლინდება მხოლოდ მტვრის ნიმუშში;

ბ) ან როდესაც დამადასტურებელი ნიმუშის აღება სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ამ დანართის მე-7 მუხლის მე-2-მე-5 პუნქტების შესაბამისად არ ადასტურებს სალმონელას შესაბამისი სეროტიპების გამოვლენას, თუმცა გუნდში გამოვლინდა ანტიმოკრობული ან ბაქტერიული ზრდის ინჰიბიტორები.

2. ეს წესი არ ვრცელდება ამ დანართის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტში აღწერილ გამონაკლის შემთხვევებში, სადაც არ დასტურდება სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სურსათის ბიზნესოპერატორის ინიციატივით ნიმუშების აღებიდან სალმონელას თავდაპირველი დადებითი შედეგი.

3. დადებითი სანაშენე გუნდი მიიჩნევა დადებით გუნდად მიუხედავად იმისა საწარმოო პერიოდში რამდენად ხშირად (რამდენჯერ) გამოვლინდა სალმონელას შესაბამისი სეროტიპი აღნიშნულ გუნდში ან ვის მიერ განხორციელდა ნიმუშის აღება (სურსათის ბიზნესოპერატორის თუ სააგენტოს მიერ). თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ნიმუშის აღება საწარმოო პერიოდში გავრცელდება ორი კალენდარული წლის განმავლობაში, თითოეული წლის შედეგი ცალკე უნდა იქნას წარმოდგენი